მშვენიერი მაგალით როგორ მივაჩვიოთ კატები უნიტაზსს..
როგორ შევაჩვიოთ კატა, რომ დადგეს უნიტაზზე? არსებობს ცხოველებისათვის უნიტაზის გამოყენების სწავლების თანმიმდევრული სისტემა, რომელსაც პირობითად სტანდარტული მეთოდი ეწოდება. ეს 21-დღიანი პროგრამა განკუთვნილია კატებისათვის, რომლებიც ცოტას ან საერთოდ არ რეაგირებენ რაიმე ცვლილებაზე.
მეთოდის სქემა ასეთია:
1-ლი-მე-11 დღე. უნიტაზის გვერდით განთასებული ყუთი, ყოველ დღე თანდათანობით 1-2 სმ-ზე იწევა სიმაღლეში გაზეთებისა და ჟურნალების საშუალებით. ეს აიძულებს კატას ავიდეს მასზე. ამასთან, ტუალეტის კარები ყოველთვის უნდა იყოს ღია, ხოლო ყუთი დასუფთავებული და საკმაოდ მყარი.
თუ კატა გამოიჩენს ოდნავ წინააღმდეგობას მაინც, უნდა გაჩერდეთ, არ აწიოთ ყუთი უფრო მაღლა მანამ, სანამ ცხოველი არ აითვისებს უკვე არსებულ სიმაღლეს.
მე-11-მე-13 დღე. ყუთი იმყოფება ტუალეტის სკამთან ერთ დონეზე და ამ მდგომარეობაში რჩება 2 დღის განმავბლოაში. ამ დროს კატა ეცნობა და ეჩვევა უნიტაზს, რწმუნდება, რომ დასაჯდომი საკმაოდ მყარია. თანდათანობითი ცვლილებების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დასადგომის სიმაღლის ზრდასთან ერთად მოხდეს კატის ქცევის შეცვლაც.
მე-14 დღე. ყუთი გადაადგილდება რამდენიმე სანტიმეტრით ტუალეტის სკამისკენ.
მე-15 დღე. გადააადგილეთ ყუთი ისე, რომ იგი ახლოს იმყოფებოდეს ტუალეტის სკამისკენ. საკუთარი ყუთით სარგებლობისას, კატა აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას გარშემომყოფ საგნებს და ეს მასში სასიამოვნო შეგრძნებას გამოიწვევს.
მე-16 დღე. ყუთი იდგმევა ტუალეტის სკამთან და წებოვანი ლენტის დახმარებით მჭიდროდ ემაგრება უნიტაზს. მნიშვნელოვანია, რომ ტევადობა არ შეიცვალოს – ამან შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. 1-2 დღე საჭიროა დატოვოთ ყუთი ტუალეტის სკამზე, რათა კატა მიეჩვიოს.
მე-17 დღე. ეს დღე ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ დროისათვის კატა მზად უნდა იყოს ნმადვილი უნიტაზის გამოსაყენებლად. ამასთან, უნდა შეამციროთ კატის დამოკიდებულება ყუთზე. აუცილებელია აიღოთ ყუთი და მასთან ერთად გაზეთებისა და ჟურნალებისაგან შემდგარი დასადგომი. ყველაფერ ამას მალავენ. ამის მერე წევენ უნიტაზს, იღებენ ელასტიური პლასტიკისა და წებოვანი ლენტის ფართო ზოლს და ამაგრებენ უნიტაზის გასწვრივ მის კიდეებთან. პლასტიკური ზოლი ოდნავ უნდა იღუნებოდეს. ზევიდან ზოლზე უნდა დადგათ პატარა ჭურჭელი (სახურავი უნდა იყოს აწეული), ჩვეული სიტუაცია და სუნი მიიყვანს კატას. როდესაც კატა ტუალეტის სკამზე ახტება და დაინახავს, რომ ყუთი აღარაა იგი სკამზე დაიწყებს ბრუნვას და საბოლოოდ გადავა ჭურჭლის ზოლზე, ამ ყველაფრის მერე კი, დამაჯერებლად დაჯდება სკამის კიდეზე.
თუ ეს ყველაფერი ასე არ მოხდება, გააჩერეთ კატა ტუალეტში, სანამ იგი არ შეეჩვევა სწორად მოქცევას, ახტომას და სკამზე წონასწორობის ძებნას.საბოლოო შედეგში მიღებული სიამოვნების კომბინაცია შექმნის სრულ “ჯაჭვს”, რომელიც ცხოველს მისცემს ახალი მოქცევის დამახსოვრების საშუალებას.
ყოველთვის კატის მიერ უნიტაზის გამოყენების შემდეგ, შეცვალეთ პლასტიკური ზოლი ახლით.
მე-18 დღე. ამჯერად ზოლის ცეტრში უნდა ამოჭრათ 5 სმ-იანი დიამეტრის ნახვრეტი. ნახვრეტის გარშემო ყრიან მცირე რაოდენობის ნივთიერებას (ნახვრეტი რჩება თავისუფალი).
კატა გადახტება, იპოვის მყარ ადგილს ტუალეტის სკამზე, როგორც ადრე, დაინახავს ზოლს შუაში ნახვრეტით და გააკეთებს თავის საქმეებს ისე, როგორც ადრე. მაგრამ ამჟამად იგი აღმოაჩენს და ჩასუნავს წყალს, გაიგებს გარკვეულ ხმას მოსაქმების დროს.
მე-19 დღე. პლასტიკურ ზოლში ნახვრეტი ფართოვდება, 7-8 სმ-მდე გარშემო იყრება ნივთიერება, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლები. ამ ცდის წარმეტებით გავლის შემდეგ, კატა საკუთარ თავს სრულიად მტკიცედ იგრძნობს.
მე-20 და 21-ე დღე. ამ დროისათვის კატა შეეჩვევა უნიტაზს, რაც მოგცემთ პლასტიკური ზოლისა და ნივთიერების აღების საშუალებას. თუ ტუალეტის სკამი ჩამოშვებული გექნებათ, მისი სახურავი აწეული და ტუალეტის კარები ღია, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება და რაც მთავარია, ადგილი არ ექნება არანაირ სუნს!
თუმცა, თუ სტანდარტული მეთოდით სწავლებისას თქვენი კატა შეგეწინააღმდეგებათ, საჭიროა მიმართოთ ალტერნატიულ მეთოდს, რომლის დროსაც აუცილებელი იქნება დამატებითი (თავისუფალი) დასაჯდომი უნიტაზისათვის. ცხადია, ეს გაუზრდის კატას საზრუნავს, მაგრამ მისცემს ბალანსირებისა და ტუალეტის სკამზე მოხერხებული მოწყობის სწავლის საშუალებას.
ამ მეთოდით სწავლა იწყება ისევე, როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევაში. პროგრამის დასრულებამდე მხოლოდ შვიდი დღით ადრე დასაჯდომს ათავსებენ კატის ყუთზე, ამასთან ამაგრებენ მასზე მყარად, სიმყარისათვის, წებოვანი ლენტით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დასაჯდომიანი ყუთი და უნიტაზი დასაჯდომით იყვნენ აბსოლუტურად ერთნაირნი და ზუსტად ერთ დონეზე.
თუ კატა დაიწყებს ყუთის გამოყენებას და ყველაფერს სწორად გააკეთებს, საჭირო იქნება თვალის დევნება იმისათვის, რომ მან ეს რამდენიმეჯერ გაიმეოროს.
მრავალი კატა ტუალეტის სკამზე მყარად ჯდომის უნარს მხოლოდ მე-15-16 დღეს ითვისებს, ზოგჯერ უფრო გვიანაც კი. საბოლოოდ შეიძლება დაგჭირდეთნ კატისთვის მცირედი ბიძგის მიცემა, საჭირო მოძრაობების “კარნახი”. და რაც მთავარია – კატამ თავადვე უნდა ისწავლოს დასაჯდომის კიდეზე სიმყარის შენარჩუნება.
მე-16 დღისათვის უნდა აიღოთ 0.5-1 სმ-ის სიგანის წებოვანი ლენტა და დაამაგროთ იგი ტუალეტის სკამის ქვეშ, რისთვისაც უნდა გადაისროლოთ ზოლი დასაჯდომის ერთი კიდიდან მეორეზე. ლენტა უნდა გადიოდეს ყუთზე წებოვანი გვერდით ზევითკენ. კატა მიუახლოვდება თავის ყუთს, შეამჩნევს დაბრკოლებას და დაიწყებს წრეების რტყმას დასაჯდომზე. ყუთით სარგებლობა უკვე აღარ იქნება მოხერხებული. კატა ივლის დასაჯდომის გარშემო და საბოლოოდ მოეწყობა მის კიდეზე მოსაქმების მიზნით. თუ წებოვანი დასაჯდომის ერთი ზოლი არ შველის და კატა განაგრძობს ყუთით სარგებლობას, მიამაგრეთ ასეთივე ხერხით მეორე ზოლი, რათა იგი პირველს ჯვარედინად კვეთავდეს. ორი ზოლით ყუთში მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომაც ცხოველი იძულებული იქნება მოეწყოს ტუალეტის სკამის კიდეზე. თუ კატა შეცბუნდება, არ გამოუშვათ ტუალეტიდან, სანამ იგი არ დაჯდება ტუალეტის სკამზე თავისი ყუთის ზემოთ. სწავლების შემდგომ დღეებში ალტერნატიული მეთოდების მიხედვით საჭიროა შეასრულოთ ზემოთ აღწერილი ყველა მოქმედება (სტანდარტული მეთოდი). ანუ, უნდა აიღოთ დამხმარე ტუალეტის სკამი და განამტკიცოთ ცხოველის მიერ მიღებული ჩვევები.
This post has been edited by monte cristo2009 on 27 Dec 2009, 19:59