რადგანაც ვერ ხსნი, აქვე დავწერ.....
FCI-Standard N° 98 / 23.10.2002 / GB DEUTSCH DRAHTHAAR (გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი)
თარგმანი: ანდრო ფეიქრიშვილისა
წარმოშობა: გერმანია
სტანდარტის გამოქვეყნების თარიღი: 25.10.2000
გამოყენება: იმ მიზნების შესაბამისად, რომელიც ჩადებული იყო ამ მრავალფუნქციური, სამონადირეო ძაღლის შექმნაში. გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი უნდა ავლენდეს ყველა თვისებას ნადირობისათვის მინდორში, ტყეში და წყალში - სროლამდე და მის შემდეგ.
ს.კ.ფ -ს კლასიფიკაცია: ჯგუფი 7 მეძებარი ძაღლები.
სექცია 1.1 კონტინენტალური მეძებარი ძაღლები.
სამუშაო თვისებების გამოცდით.
მოკლე ისტორიული მიმოხილვა: ------------------------------------
საერთო დახასიათება: დიდებული შესახედაობის მეძებარი ძაღლი - უხეში ბეწვით, რომელიც უზრუნველყოფს კანის სრულ დაცვას; ენერგიით სავსე, ყურადღებიანი გამომეტყველება; მოძრაობა უნად ჰქონდეს მძლავრი, გაშლილი, თანაბარი და ჰარმონიული.
ძირითადი პროპორციები: ტანის ირიბი სიგრძე და სიმაღლე მინდაოში - თითქმის თანაბარი; სიგრძე, სიმაღლეს შეიძლება აღემატებოდეს 3 სმ-მდე (ით).
ქცევა და ტემპერამენტი: გაწონასწორებული, თავდაჭერილი, ნადირის მიმართ უშიშარი; სიმხდალის და აგრესიის გარეშე.
თავი: ძაღლის სქესისა და ზომის შესაფერისი (შესაბამისი); თავის ქალა მსუბუქად დახრილი.
ქალას მიდამოქალა: ბრტყელი, ზომიერად განიერი (ფართე), გვერდებში მსუბუქად მომრგვალებული; მკაფიოდ გამოხატული წარბზედა რკალები.
სტოპი: მკაფიოდ (მკვეთრად) გამოხატული.
სახის მიდამოცხვირი: ძლიერ პიგმენტირებული - ბეწვის შეფერილობის შესაბამისად; კარგად გახსნილი ნესტოები.
დრუნჩი: გრძელი, განიერი, ძლიერი, ღრმა; მსუბუქად გამოხატული კეხით.
ტუჩები: სქელი, მჭიდროდ აკრული, აკეცილი; კარგად პიგმენტირებული - ბალნის შეფერილობის შესაბამისად.
თვალები: შეძლებისდაგვარად მუქი; არც ამობურჩული და არც ღრმად ჩასმული; მხიარული გამომეტყველებით.
ყურები: საშუალო ზომის; მაღლა და ფართოდ დასმული (არ უნდა იყოს შემობრუნებული (შემოტრიალებული)).
კისერი: საშუალო სიგრძის, ძლიერ დაკუნთული, ოდნავ ამოზნექილი (ამობურცული); ხმელი - ღაბაბის გარეშე.
ტანი: ზურგის ხაზი: მინდაოდან მსუბუქად დაქანებული სწორი ხაზი.
მინდაო: მკაფიოდ (მკვეთრად) გამოხატული.
ზურგი: დაკუნთული, მტკიცე (თუ უძრავი?).
წელი: მოკლე, განიერი, დაკუნთული.
გავა: გრძელი, განიერი, ოდნავ დახრილი და კარგად დაკუნთული; განიერი მენჯი.
მკერდი: განიერი და ღრმა, კარგად განვითარებული წინა ნაწილით; რამდენადაც შესაძლებელია - გრძელი მკერდის ძვალი; კარგად მორკალული ნეკნები.
მუცლის ხაზი: ხმელი (?), მსუბუქად გამრუდებული, კოხტად აკეცილი.
კუდი: აგრძელებს ზურგის ხაზს; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ან ოდნავ აწეული - მაგრამ არა ვერტიკალური; საშუალო სისქის; კუპირებული სამონადირეო მიზნებისთვის (ქვეყნებში, სადაც კუპირება აკრძალულია, კუდი უნდა ესჰვებოდეს სახტომ სახსრამდე და იყოს სწორ ან მსუბუქად ხმლისებურ მდგომარეობაში.
კიდურებიწინა კიდურებისაერთო დახასიათება: წინიდან შეხედვისას სწორი და პარალელური; გვერდიდან შეხედვისას - კარგად განლაგებული კორპუსის ქვეშ; მიწიდან იდაყვამდე მანძილი თითქმის თანაბარია, იდაყვიდან მინდაომდე მანძილისა.
მხრები:ბეჭის ძვლები - უკან გადახრილი; კარგად დაკუნთული; კარგად გამოხატილი მხრის სახსრის კუთხე.
მხრის ძვალი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული, დაკუნთული.
იდაყვები: კორპუსთან მჭიდროდ განლაგებილი. არარის შებრუნებული არც შიგნით და არც გარეთ; მხარსა და წინამხარსშორისი კუთხე კარგად გამოხატული.
წინამხრები: ხმელი, სწორი და ვერტიკალური.
მაჯები: ძლიერი.
ნებები: მსუბუქად დახრილი.
წინა თათები: ოვალურიდან მომრგვალებულ ფორმამდე; კარგად შეზრდილი თითებით (?); სქელი, უხეში, გამძლე და კარგად პიგმენტირებული ბალიშებით; პარალელურად დასმული (განლაგებული; არ დაიშვება არც შიდა და არც გარე ბატატურა - არც დგომში (დგომისას) და არც მოძრაობაში (მოძრაობისას).
უკანა კიდურებისაერთო დახასიათება: უკნიდან შეხედვისას სწორი და პარალელური; კარგად განვითარებული მუხლის და სახტომი სახსრის კუთხეები.
ბარძაყი: გრძელი, განიერი და დაკუნთული; კარგად გამოხატული მენჯ-ბარძაყის სახსრის კუთხით.
მუხლის სახსარი: კარგად გამოხატული კუთხით.
კანჭი გრძელი, დაკუნთული, ძარღვიანი.
სახტომი სახსარი ძლიერი.
ტერფები: მოკლე; ვერტიკალურად მდგომი.
უკანა თათები: მომრგვალო-ოვალური, სქელი, მტკიცე, გამძლე და კარგად პიგმენტირებული ბალიშები; არ უნდა იყოს შებრუნებული არც შიგნით და არც გარეთ - არც დგომში (დგომისას) და არც მოძრაობაში (მოძრაობისას).
მოძრაობა: წინა კიდურების კარგი გაშლით და უკანა კიდურების კარგი ბიძგით; წინა და უკანა კიდურები
ძგადაადგილდებიან სწორად და პარალელურად.
კანი: მჭიდროდ აკრული (მოტკეცილი); ნაოჭების გარეშე.
ბალანი: უხეში, მჭიდროდ მიკრული ("გადალესილი"), ხშირი; მფარავი თმები 2-4 სმ; ხშირი, წყალგაუმტარი თივთიკი;ტანის კონტური არ უნდა იყოს დაფარული გრძელი ბეწვით; მოეთხოვება სიუხეშე და სიხშირე - არახელსაყრელ ბუნებრივი პირობებისაგან დასაცავად. კიდურის ქვედა ნაწილზე ბეწვი ისე უნდა იყოს განლაგებული, როგორც მკერდზე და მუცელზე - უნდა იყოს მოკლე, მაგრამ ამავდროულად შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სიუხეშე. თავზე და ყურებზე ბალანი უნდა იყოს შედარებით მოკლე და უხეში; შესამჩნევი წარბებით და განვითარებული წვერით, ზედმეტი სიგრძის გარეშე - შეძლებისდაგვარად უხეში.
შეფერილობა: ყავისფერი ჭაღარა - ლაქებით ან მის გარეშე.
შავი ჭაღარა - ლაქებით ან მის გარეშე.
ყავისფერი - თეთრი ლაქით მკერდზე ან მის გარეშე.
ჭაღარა.
დანარჩენი შეფერილობები არ დაიშვება.
სიმაღლეხვადები: 61-68 სმ.
ძუები: 57-68 სმ.
სერიოზული ნაკლები:1. მოკლე, ვიწრო ან წაწვეტებული დრუნჩი.
2. სუსტი თანკბილვა.
3. ლოხი ქუთუთოები
4. ჩაზნექილი ან ამობურცული წელი.
5. მკვეთრად გავამაღალი
6. მკაფიოდ შებრუნებული იდაყვები შიგნით ან გარეთ.
7. უკანა კიდურების იქსისებური, კასრისებური ან ვიწრო განლაგება - როგორც დგომში (დგომისას), ისე მოძრაობაში (მოძრაობისას).
8. მუდმივი იორღა, ходулеобразные ან შერეული მოძრაობა. (დასაზუსტებელია)
9. არახშირი ბალანი; თივთიკის არარსებობა.
მადისკვალიფიცირებელი ნაკლები:სუსტი ტემპერამენტი; შიში გასროლის ან ნადირის მიმართ; აგრესიულობა; მოუსვენარი ხასიათი
შიშისგან მკბენარი ძაღლი; პროგენია ან ზედა პროგნათია; ჯვარედინი, ასიმეტრიული თანკბილვა; კბილნაკლულობა (P-ის გამოკლებით); არასაკმარისად განვითარებული ეშვები; ენტროპია; ექტროპია; სხვადასხვა შეფერილობის (ფერის) თვალები; თანდაყოლილი გატეხილი ან მოკლე კუდი; პიგმენტაციის დეფექტები.
ხვადებს უნდა ჰქონდეთ სათესლე პარკში კარგად ჩამოსული, ორი კარგად განვითარებული სათესლე ჯირკვალი.
* * *
შეცდომების გასწორება