#15391876 · 7 Sep 2009, 02:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | Хвост для большинства пород დაუკვირდით ამ სიტყვებს? იცით ბოქსიორი და სიტყვაზე გერმანული ნაგაზის აღნაგობაში სხვაობა? სიმძიმის ცენტრი რომელს სად აქვს? რომელი ტანის რა ნაწილს იყენებს წონასწორობის დასაცავად? |
დიახ, მეტ-ნაკლებად ვერკვევი ამ ორი ჯიშის აღნაგობაში. სიმძიმის ცენტრი რომელს სად აქვს ვთქვათ არ ვიცი. მიმითითეთ ლიტერატურა და წავიკითხავ.
QUOTE | ნუთუ მხოლოდ იმისთვის რომ ოპონენტი გააბრაზოთ მაგიტომ წერთ ასეთ რამეებს თუ მართლა ასე გაწყობთ რომ გაიგოთ თქვენი მოყვანილი სიტყვები? |
არავის გაბრაზება არ მიფიქრია, უფრო პირიქით, დამეგობრებას ვცდილობდი.
QUOTE | მაპატიეთ მაგრამ თქვენს სიტყვებში ვერ ვხედავ გარკვეულობას საერთოდ ძაღლების გაშენების ისტორიაში და კერძოდ კი კუპირების გამოყენების მიზეზში. |
გაშენება ხდება ბოსტნის. ძაღლების ხდება - მოშენება.
QUOTE | რომლებიც მხოლოდ ტოპმოდელებივით გამოჰყავთ გამოფენაზე |
შემიძლია ვიდეოს ლინკებიც მოგცეთ, სადაც ყურებიანი და კუდიანი ბოქსიორები მუშაობენ.
QUOTE | და არ მინდა იმ ადამიანის სახელი ვახსენო ხომ შევთანხმდით არ ვახსენოთო დანარჩენ დროს გალიაში უზის გარეული ცხოველივით? როგორ დაიზიანებს კუდს სამოძრაოს არ უტოვებენ, სტროგათ მხოლოდ სავარჯიშოდ გამოჰყავთ ეს ჰუმანურია? გამოფენაზე შემეცოდა ძაღლი გალიაში რომ იყო გამოკეტილი, გარეული მტაცებელივით. |
თქვენი სიტყვებით ვხვდები, რომ ვარაუდით საუბრობთ. არაერთხელ შევსწრებივარ თქვენი სიტყვების საწინააღმდეგო ფაქტებს პირადად.
გამოფენაზე გალიაში ყოფნას რაც შეეხება, მეც ვაპირებ გამოფენებზე ვატარო გალია და მხოლოდ რინგზე გაყვანის წინ გამოვიყვანო იქიდან, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური ნაგაზია და კუდის დაზიანება არ ემუქრება. მიზეზსაც მოგახსენებთ - არ მინდა რომ ვიღაცის უმართავმა ძაღლმა ჩემ ძაღლს რამე დაუშავოს.
QUOTE | ეს უკვე მაპატიეთ მაგრამ ჯინაზე ნათქვამს გავს რომ ოპონენტი მწყობრიდან გამოიყვანოთ. არ გეკადრებათ. სწორედაც რომ კუდს აჭრიდნენ ოდითგანვე მომუშავე ან მონადირე ჯიშებს. |
არავის მწყობრიდან გამოყვანა არ მიფიქრია. არაერთი მონადირე, მეძებარი და მომუშავე ძაღლის დასახელება შემიძლია, რომელთაც არაფერს არ აჭრიდნენ.
QUOTE | შემიძლია დაგიწეროთ შეფასება 0. მაპატიეთ მაგრამ ასეთი აზრების დაწერის შემდეგ |
არაფერი საპატიებელი არ გჭირთ, ეს თქვენი შეხედულებიდან გამომდინარეა და მე ყველას აზრს ვცემ პატივს. ჩემი მხრიდან კი ავღნიშნავ, რომ თქვენი შეფასება ნული ,ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. (საწყენად არ მითქვამს, მეც ჩემი აზრი დავაფიქსირე).
QUOTE | სურვილიც არ მიჩნდება უამრავი ლიტერატურა გადაგაკითხოთ სადაც არის ნახსენები თუ რატომ აჭრიან ამა თუ იმ ჯიშს კუდს და ა.შ. |
გთხოვთ მე ნუ მესაუბრებით ლიტერატურაზე იმ დროს, როდესაც თქვენ მხოლოდ დღეს გაიგეთ ბოქსიორის ჯიშის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის სახელი და გვარი, მე კი რვა წლის წინ ვიცოდი მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბოქსიორის პატრონი ხართ,ჩემთვის კი ეს რიგითი ჯიშია, რომელიც მომწონს, მაგრამ არასოდეს ვიყოლიებ.
QUOTE | ანუ კუდის მოჭრის ისტორიაში თამამად ვატყობ რომ თქვენთან კამათსაც აზრი დაეკარგა მომიტევეთ თუ გაწყენინეთ ამით მაგრამ ეს ფაქტია სამწუხაროდ  |
არ მწყენია, ეს მხოლოდდამხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
QUOTE | ეს სადღა ამოიკითხეთ ? აქ კონკრეტულად არის ბოქსიორებზე დობერმანებზე და როტვეილერებზე საუბარი? |
აქ ზოგადად ძაღლებზეა საუბარი.
QUOTE | რატომ უყვარს ზოგიერთ ადამიანებს ასე ცალსახად აზროვნება? |
მეც მაგაზე არ ვგიჟდები?.
QUOTE | რატომ არ გინდათ კარგად გაერკვეთ კუდის კუპირების ისტორიას თუ რატომ აჭრიდნენ ამა თუ იმ ჯიშს კუდს? |
კონკრეტულად ბოქსიორს რატომაც აჭრიან - სულ ახლახან დადო პატივცემულმა zuzik-მა სტატია.
QUOTE | მაგრად მეწყინა თქვენგან პირადად ასეთი სიტყვები. |
თქვენი წყენინება არც მიფიქრია.
QUOTE | არ მეგონა თუ თქვენ ასეთ რამეს იტყოდით  |
ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე.
QUOTE | ამის შემდეგ ვეცდები აღარ ვიკამათო თქვენთან. მაპატიეთ, ნუ მიწყენთ. იყავით თქვენს აზრზე აღარანაირი სურვილი აღარ დამიტოვეთ თქვენთან ჯანსაღი ცივილური კამათის  |
არ გიწყენთ, შეჩვეული ვარ. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ჩემთან ცივილური, ჯანსაღი კამათის სურვილი უქრებათ. პატივისცემით andro ph This post has been edited by andro ph on 7 Sep 2009, 03:12
|