დაავადების პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა, ამიტომ პროფილაქტიკის შესახებ ზოგი რამ უნდა იცოდეს არა მარტო ვეტერინარმა, არამედ მოსახლეობამაც.
ცხოველი, რომ ჯანმრთელი იყოს, პირველ რიგში მისმა პატრონმა უნდა იზრუნოს -მიიყვანოს ვეტერინარულ კლინიკაში-კვალიფიციურ ვეტერინართან და არა ზოომაღაზიაში სადაც ფულის გამოძალვის მიზნით ყველაფერზე მიდიან-ზარალდება ცხოველი-მისი ჯანმრთელობა კი უარესდება.
აბსოლუტურად ჯანსაღი ცოტაა, მაგრამ ყველა ცხოველს, მძიმე ავადმყოფსაც კი აქვს კომპენსაციური შესაძლებლობანი რითაც ხერხდება ჯანმრთელობის გაუმჯობესება და აღდგენა.
ყოველდღიური პრაქტიკა ადასტურებს, რომ მკურნალობა შედეგიანია როცა დიდია განკურნების რწმენა და ძალა.
უმძიმესი ავადმყოფიც ხშირად იკურნება თუ მას გვერდით საყვარელი ადამიანები გარს ეკვრიან, კვალიფიციური ვეტერინარი კი მკურნალობას უტარებს.
პროფილაქტიკური ვეტერინარიის აღმოჩენებს და მის სწორად გამოყენებას შეუძლია და მრავალ ცხოველს- ააცილოს დაავადება.
პროფილაქტიკური აცრების მეოხებითაა, რომ ძაღლებმა დაივიწყეს ბევრი მომაკვდინებელი დაავადებები როგორიცაა ჭირი, ცოფი, ლეპტოსპიროზი და ა. შ.
სწორედ ამიტომ ცხოველის მფლობელებმა დროულად უნდა მიმართონ ვეტერინარულ სამკურნალოებს, რომ დროულად ჩაუტარდეთ იმუნიზაცია.
სანამ ვეტერინარი ვაქცინაციას შეუდგება აუცილებლად უტარებს პროფილაქტიკურ დეჰელმინთიზაციას( ჰელმინტების საწინააღმდეგო ბრძოლა)DRONTAL PLUS, ZIPIRAN PLUS, PRAZIKVANTEL DRONCIT პირველადი აცრა ლეკვებს უტარდებათ 6 კვირის ასაკში-კომპლექსური ვაქცინით DHPPLI
მეორადი აცრა უტარდებათ 8 კვირის ასაკში
შემდეგი ვაქცინაცია 10 კვირის ასაკში.მეოთხე აცრა ანტირაბიული ვაქცინაციაა-ცოფის საწინააღმდეგო აცრა რომელიც უკეთდებათ სამი თვის ასაკიდან ერთჯერადად, ყოველ წელიწადს რევაქცინაცია.
რატომღაც პროფილაქტიკური ხასიათის რჩევა ისე დამაჯერებელი არ არის, როგორც მკურნალობის აუცილებლობა, მეტიც ხშირად ვეტერინარის გარეშე სარგებლობენ წამლით და გაბედულად ეწევიან თვითმკურნალობას, რაც მეტად სახიფათოა ოთხფეხა მეგობრებისათვის.
ეფექტური მედიკამენტები მართლაც ბევრია: ზოგი მათგანი დაავადებაზე პირდაპირ მოქმედებს, ზოგიც სპობს ან ამცირებს დაავადების ნიშნებს.
უამრავი პრეპარატებიდან არავეტერინარმა ძნელია გაარჩიოს მათი პირდაპირი თუ თანამოვლენები (მით უფრო აუტანლობა), რასაც ერთისთვის უვნებელია, მეორესთვის კი შეიძლება საბედისწერო გახდეს.
სწორედ ამიტომ არსებობს ვეტერინარული კლინიკები -დაკომპლექტებული ვეტერინარი სპეციალისტებით სადაც შეგიძლიათ მიიყვანოთ თქვენი საყვარელი ცხოველები რომ ემსახურონ მათ ჯანმრთელობას, მათი ჯანმრთელობა კი თქვენი სიხარულის ,სიყვარულის და ხალისის მომტანია.
This post has been edited by Dr Regners on 1 Apr 2010, 23:24