შეგიძლიათ იხილოთ ახალი ვიდეო:
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=vi...=active〈=ge * * *
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მერია და 1-ლი ძაღლმკვლელი ბანდა გულზე იცემს ხელებს, რომ ცხოველებს ჰუმანური წესით ვაძინებთო,
ანუ ევთანაზიის (ქართულად არის ევთანასია, და არა ევთანაზია) ქმედებას მივმართავთო. ჩვენთვის ესეც მიუღებელია, ვინაიდან ჯანმრთელი ცხოველების მოკვლა, ჰუმანური თუ არაჰუმანური მეთოდებით ეს არის მკვლელობა. მე ევთანასიის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია:
ევთანასია (ძვ. ბერძნ. eu = კარგი, უშფოთველი + thanatos = სიკვდილი) - სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა.
ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა.
ევთანასიის განხორციელების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტერმინოლოგიებიც.
ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.
უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია.
პიროვნება, რომელსაც ევთანასია უტარდება როგორც წესი განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები ევთანასიას ითხოვენ. ევთანასიის განხორციელება შესაძლებელია როგორც ქმედებით (ლეტალური ინექცია) ასევე უმოქმედობით (მაგალითად საკვები მილის გაუმართაობა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევთანასია აკრძალულია და დასჯადია. საქართველოს კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ევთანასია როგორც ტერმინი განმარტებულია შემდეგნაირად:
“ევთანასია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;” (22.11.2002 #1768)
ამავე კანონის მუხლი 151 თანახმად:
“სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანასიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება”.
ევთანასიის განხორციელება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და უთანაბრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110 მუხლს, რომელის თანახმადაც:
“მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე”.განმარტებები
ნებაყოფლობითი ევთანასია: როდესაც პიროვნებამ, რომელსაც აკვდინებენ, მოკვდინება ითხოვა.
არანებაყოფლობითი ევთანასია: როდესაც პიროვნებას, რომელსაც აკვდინებენ, მოკვდინება არ უთხოვია და მასზე თანხმობა არ განუცხადებია.
იძულებითი ევთანასია: როდესაც პიროვნებამ, რომელსაც აკვდინებენ, ამის საწინააღმდეგო სურვილი გამოთქვა. სრულიად დასაშვებია ის მოსაზრება, რომ იძულებითი ევთანასიის ყველა შემთხვევა მორალურად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი მკვლელობაა.
თვითმკვლელობაში დახმარება: ვინმე სხვა პირი პიროვნებას აწვდის ინფორმაციას, მითითებებსა და საშუალებებს სიცოცხლის დარულების თაობაზე, იმ მიზნით, რომ ეს ინფორმაცია, მითითებები და საშუალებები გამოყენებული იქნეს სწორად სიცოცხლის დასასრულებლად. როდესაც პიროვნებას საკუთარი თავის მოკვდინებაში ექიმი ეხმარება, ამას `ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება” ეწოდება.
ევთანასია ქმედებით: პიროვნების გარდაცვალების განზრახ გამოწვევა ქმედების განხორციელების გზით, როგორიცაა მაგალითად ლეტალური ინექციის გაკეთება.
ევთანასია მოუვლელობით: გარდაცვალების განზრახ გამოწვევა აუცილებელი და (მიღებული, ჩვეულებრივი) მოვლის განუხორციელებლობის ან საკვებისა და წყლის მიუცემლობის გზით.
სიბრალულის გამო მოკვდინება: ხშირად ადამიანები ევთანასიას `სიბრალულის გამო მოკვდინებას” ეძახიან, რადგან შესაძლოა ამ დროს განუკურნებელ პაციენტებსა და მათზე ფიქრობენ, ვინც ხანგრძლივი და გაუსაძლისი ტკივილისგან იტანჯება.
* * *
----------------------------------------------------------------------------
მშვიდობით ბათურა,
მგონია, რომ შენი სიკვდილი ჩემი ბრალია.....
ბათურა დღეს დავმარხეთ... დილით უკვე უსულოდ დამხვდა.
This post has been edited by Ralf on 5 Nov 2009, 23:16