გამარჯობა,
კვირას ვიყავი ზოოპარკში,მე იქ სიტოაცია დამხვდა
პირველი რაც შესვლისთანავე გაოგნებს-აუტანელი სუნი!
ლომი აღარ ყავთ, როგორც გავიგე(ეს არ ვიცი რამდენად ზუსტია,)შიმშილით და მოუვლელობით მოუკვდათ(რა გასაკვირია...)
მე რაც ვნახე, დანარჩენებიც სიკვდილის პირას არიან, ჩაბინზურებულები, ჭუჭყიანები, მშივრები, ავადმყოფები...
მოკლედ მანდ მისვლა და მითუმეტეს ბავშვის მიყვანა არ შეიძლება!
მაიმუნებთან ერთად შეიძლება დათვი იყოს?
ან ზებრა, პონი და სირაქლემა ერთ ვოლიერში?
მაიმუნების გალიაში იცით რა ხდებოდა, ძააალიან ბევრი ნაგავი ეყარა და სანტეს არაჟნის თუ მაწვნის პლასტმასისი ქილებით იყო სავსე, სუნი აუტანელიიი
და რაც ყველაზე საშინელებაა,რამაც გამაგიჟა...
გალიაში ეგდო ახალშობილი, მკვდარი მაიმუნი

და დიდი მამრი მაიმუნი ათრევდა აქეთ-იქით ხან ფეხებით ეჭირა და თავს არტყმევინებდა და ხან რას უშვებოდა.
გავაფრინე.
კიდევ კაი პატარები ვერ მიხვდნენ და არ იკითხეს რა უჭირავსო.
თეთრი ლომის გალიასთან მიევდით და გარედან დიდი ამბით აწერია"თეთრი ლომი, ძალიან იშვიათი ცხოველი(ბლა ბლა ბლა) ბოლოს თეთრი ლომი 1994 წელს იქნა ბუნებაში ნანხი"
ამის დედა ვატირე, თუ ესეთი იშვიათია, და თუ(ბოდიში) ტრაკი არ გაქვს მოვლის დააყენე რა და ნუ ჩამოგყავს და სულს ნუ ხდი.
ისეთი საცოდავი სანახავი იყო გული მომიკვდა.
სპილოებს ბეტონზე სძინავთ,
დათვები ტალახში ეძებენ საჭმელს,
კაკდუს, პატარა თუთიყუშებს და მწყერებს ერთ "ოთახში"ამყოფებენ.
როგორ შეიძლება ატრაქციონებთან ასე ახლოს, რომლებსაც რა თქმა უნდა კივილი-წივილი ახლავს, იყოს განლაგებული გალიები?
ან ყველაზე საშინელება, რა უნდა ზოოპარკს ქალაქის ცენტრში, იმ ადგილას სადაც ჰაერის მაგივრად მომწამლავი გამონაბოლქვი ტრიალებს და კორპუსებითაა გარშემორტყმული?!
ბალახის, მინდვრის ნატამალი არ არის, პირდაპირ ტალახში უწევთ საცოდავ ცხოველებს ყოფნა...
ბავშვმა ზებრა რომ დაინახა იცით რა იკითხა?
ამ ზებრას თეთრის მაგივრად ყვითელი ზოლები რატო აქვსო...
მიდი და აუხსენი, რომ ფეხებზე კიდიათ რა ფერი და რა მდგომარეობაში იქნება, მთავარია დამთვალიერებელი ყავდეს...
მოკლედ არ ვიცი ვის უნდა მივმართო და ეს მიმართვა შედეგს თუ გამოიღებს, თორე აი არ ვიცი ისეთებს გავუკეთებდი მაგ დამპლებს.
ჩემი შეცდომა ისაა, რომ სურათები ვერ გადავიღე.
ვეცდები გამოვასწორო.