ქ. თბილისის მერიამ 2010 წლის 28 იანვარს 10 თვის მანძილზე 35 100 უზედამხედველო ცხოველის დაჭერა-იზოლაცაზე და 28 080 ცხოველის მოკვლაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა.
20010 წლის 28 იანვარს ქ. თბილისის მერიამ უზედამხედველო ცხოველებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი სატენდერო წინადადება გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად განთავსდა მერიის საითში. შესყიდვის ობიექტია: შესყიდვის ობიექტია ქ. თბილისში 35100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება. ამ ტენდერში პრეტენდენტებისათვის წინადადების წარდგენის ბოლო ვადა 2010 წლის 17 თებერვალი. ხოლო მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2010 წ-მდე, რაც ნიშნავს პრაქტიკულად 10 თვეს.
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” - GSPSA-ს წევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი 15.02.2010 წელს თბილისის მერიაში გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სატენდერო წინადადება ითვალისწინებს თბილისში 10 თვის განმავლობაში 35 100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) დაჭერას, რომლებიც შემდეგ უნდა იყვნენ გადაყვანილნი ვეტერინარული კლინიკაში. ვეტერინარული კლინიკის მისამართი გაურკვეველია. ამ ცხოველებს თურმე უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა-დათვალიერება და წინასწარვე ადგენენ, რომ 80%-ს, ე.ი. 28 080 ცხოველი უნდა მოკლან. ხოლო დანარჩენებს, ე.ი 20%-ს, რაც ციფრობრივად 7020 ერთეულია, თურმე გამოუჩნდებათ პატრონი.
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებულია აღნიშნული სატენდერო წინადადებით მისი შინაარსიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე მერია სულ ერთი თვის წინ აცხადებდა 20 000 ცხოველის დაჭერასა და მისი 80%-ის განადგურებას, ახლა კი რატომღაც გაზარდა 100%-ით დასაჭერი და გასაჟლეტი ცხოველთა რიცხვი. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ რა მონაცემებით აიღეს 35 100 ძაღლის დაჭერა წლის ბოლომდე. ეს ციფრი ვინ მიაწოდათ, ან რას ნიშნავს 35100. იქნებ თბილისში სულ 30 000 უზედამხედველო ცხოველია, მაშინ 5 100 ცხოველს საიდან მოიყვანენ და დაიჭერენ? ადვილი მისახვედრია, რომ ეს ციფრი არავითარი მონიტორინგისა და დათვლის შედეგი არ არის. უბრალოდ აღებულია ბიუჯეტიდან ასათვისებელი და გასათეთრებელი თანხა და გაყოფილია 1 ცხოველის მომსახურების ღირებულებაზე. მერიას არ სურს სახელმწიფო თანხების მიმართვა საერთაშორისო ცივილიზირებულ პროგრამებში, რაც ითვალისწინებს უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის რეგულირებას ამჟამად მსოფლიოში აპრობირებული ცივილიზირებული წესებითა და მეთოდებით, როგორიცაა ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება, სტერილიზაციის (კასტრაციის) შესაძლებლობები და ა.შ. რაც ჰუმანურია, მიღებულია და იწვევს რიცხოვნობა - პოპულაციის შემცირებას და რისკების მართვას. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ თბილისის მერია მოქმედებს უფლებამოსილების გადამეტების ფარგლებში, ვინაიდან მისი სამსახურის დებულებიდან გამომდინარე მას აქვს მხოლოდ უზედამხედველო ცხოველების დაჭერისა და იზოლაციის უფლება, ხოლო ვეტერინარული მომსახურება, და მით უმეტეს ცხოველის განადგურება მის კომპეტენციას სცილდება და ამავე დროს წარმოადგენს არაცივილიზირებულ ქმედებას. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, თუ ”იზოლაციის” ქვეშ რა იგულისხმება. როგორც ცნობილია მუნიციპალური თავშესაფარი არ არსებობს, ხოლო კერძო თავშესაფრები მხოლოდ GSPSA-სა და თამაზ ელიზბარიშვილის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად ამ თავშესაფრებზე საუბარი არ არის.
ციფრობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, 35 100 ცხოველის დაჭერა 10 თვის მანძილზე მათემატიკური ანგარიშით ნიშნავს ყოველ 12 წუთში ერთი ცხოველის დაჭერას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და არ შეესაბამება გონივრულ და რეალურ სიტუაციას. ხოლო 35 100 ცხოველის მიყვანა გაუგებარ ვეტერინარულ კლინიკაში დღე-ღამის მთლიან მონაკვეთში ყოველ 12 წუთში და მათი გამოკვლევა, ეს აბსოლიტური შეუსაბამობაა და ადვილად მისახვედრია, რომ აღნიშნული მხოლოდ ცხოველთა მასობრივ განადგურაბას ნიშნავს, თან არაცივილიზირებული და არაჰუმანური მეთოდებით.
რაც შეეხება 28 080 ცხოველის მოკვლას და განადგურებას, მერია არ მალავს აღნიშნულს და პირიქით ტენდერებს აცხადებს მკვლელთა მობილიზაციისათვის და ბიუჯეტიდან მათ დასაფინანსებლად. მარტო ის ფაქტი, რომ აღნიშნულზე ტენდერია გამოცხადებული იწვევს ცხოველთადამცველებისა და სხვა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანთა შეშფოთებას და უკიდურეს პროტესტს სახელისუფლებო ორგანოების მიმართ. 28 080 ცხოველის მოკვლა 10 თვის მანძილზე, მათემატიკური ანგარიშიდან გამომდინარე შეადგენს დღე-ღამის მთელ მონაკვეთზე ყოველ 15 წუთში ერთი ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტას, რაც აბსოლიტურად მიუღებელია.
სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების საერთაშორისო კონვენციებსა და აქტებს. ცხოველთა დაცვის სფეროში არ არსებობს კანონები, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა, რომელიც არ მუშაობს და საქართველოს ისტორიაში ამ მუხლით ჯერ არავინ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხოველთა მიმართ სისასტიკე ჩვეულებრივ მოვლენად აისახება. ასევე სამწუხაროა, რომ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოები, მერია და გამგეობები, ქალაქების საკრებულოები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები უპატრონო ცხოველების პოპუlაციის შემცირებისათვის დღემდე მხოლოდ ცხოველთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ახდენენ, და მასაც სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება კომერციული ძაღლმკვლელი კერძო ფირმები, რომლის ძირითად ბიზნესს უპატრონო ცხოველების დაჭერა-დახოცვა წარმოადგენს. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ სახელისუფლებო ორგანოები, ამ შემთხვევაში ქ. თბილისის საკრებულო და მერია, ყურად არ იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიმართვებსა და კონსულტაციებს. მათი ურთიერთობები ამ საკითხის ირგვლივ შემოისაზღვრება მხოლოდ საზღვარგარეთ მათი წარმომადგენლების ვიზიტებითა და მივლინებებით უცხოეთში, ამ დარგში არსებული ორგანიზაციების დათვალიერებითა და დასვენებით. მათ საზღვარგარეთ მიმოსვლას პრაქტიკულად არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ჯგუფი, უკვე თითქმის რვა თვეა მუშაობს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტზე, მაგრამ პრაქტიკულად დღემდე რატომღაც ვეღარ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების განხილვის ბოლო სტადია პროფესიონალთა და ექსპერტთა მონაწილეობით. საკრებულოში გადაწყვეტილებაზე მუშაობის დაწყებაც მხოლოდ შინაურული გზით გავიგეთ, თორემ დღემდე ეს ინფორმაცია პრაქტიკულად გასაიდუმლებული იყო და მის გამოქვეყნებაზე არავინ არ იზრუნა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალაქის მერია მოქმედებს არაუფლებამოსილების ფარგლებში და თავის თავზე იღებს მისი დებულებით გაუთვალისწინებელ უფლებებს, როგორიცაა ცხოველთა ვეტერინარული მომსახურება, უფრო ზუსტად კი ცხოველთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღემდე სახელისუფლებო ორგანოები ყურად არ იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს, რომ საქართველოში მაწანწალა ცხოველების პოპულაციის კონტროლის მეთოდები საჭიროებენ განახლებას და ცვლილებებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. და ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ საქართველოშო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ცხოველთა მიმართ არის სასტიკი. საქართველოში მოსახლეობის მენტალიტეტის დაბალი დონე ცხოველთა დაცვის კუთხით, პოპულაციის მართვასთან მიმართებაში მიუღებელია და ცივილიზირებული საზოგადოებისათვის დამღუპველი.
სამწუხაროდ თბილისისა და სხვა რეგიონების მუნიციპალური ორგანოების მხრიდან ცხოველების მასობრივი დახოცვამ, გამოიწვია და იწვევს არა მხოლოდ ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურებას, არამედ, აგრეთვე საქართველოს მოსახლეობის ცხოველთამოყვარულთა ნაწილის გაუცხოებასაც და მისი გულაცრუებას სახელისუფლებო სტრუქტურებთთან თანამშრომლობაზე მის მომავალ ღონისძიებებში. მიგვაჩნია, რომ ”ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების” მიკედლებული ცხოველების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონი დრ. ელლი ჰიბის 2009 წლის 28 იანვრის წერილი ქ. თბილისის მერის სახელზე უყურადღებოდ დარჩა და ქალაქის მერიამ და საკრებულომ ვერ გაანალიზა და ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნა ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ”ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებამ” სხვა საერთაშორისო და უცხოეთის ორგანიზაციებთან ერთად უნდა მიიღოს უფრო ქმედითი და რადიკალური ზომები საქართველოში და კერძოდ თბილისში უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლის მექანიზმებისა და ცხოველთა მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ მიმართულ საკითხში. აუცილებლად საჭიროდ, რომ ზეწოლა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ცივილიზირებული მეთოდებით მოხდეს საქართველოში ქუჩის ცხოველთა პოპულაციის რისკების მართვა.
2009 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა მერიის კონტრაქტორ ძაღლმკვლელ კომერციულ ფირმა ”დენიუტს” (იგივე 1-ლ ვეტერინარულ კლინიკას), რომლის მთავარ ბიზნესს ქუჩის ცხოველთა მასობრივი დაჭერა-დახოცვა წარმოადგენს. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ 2,5 წლის მანძილზე ამ ძაღლმკვლელმა ორგანიზაციამ მარტო თბილისში მოკლა დაახლოებით 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ცხოველი, და ისიც სასტიკი მეთოდებით, რაც არაერთხელ გაშუქებული იქნა საქართველოში კერძო ტელეკომპანიებისა და მასმედიის სხვა საშუალებებით. ცხოველთა მოკვლის საშუალო მაჩვენებელი დაჭერილ ცხოველთან შეფარდებაში შეადგენს 99%-ს. ამ მიუღებელ ქმედებებში კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციაზე გადახდილი იქნა 1 600 000 ლარი, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 1 000 000 ა.შ.შ. დოლარის შესაბამისი თანხაა. ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ თანხით ცივილიზირებული მეთოდებისა და პროგრამების შემთხვევაში ამ ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო პრობლემის მოგვარებისათვის რეალური ნაბიჯის გადადგმა. ქუჩის უპატრონო ცხოველთა მასობრივმა და სასტიკმა განადგურებამ კი გამოიწვია ცხოველთა ქაოტური გადაადგილებები და პოპულაციური დესტაბილიზაცია. ფაქტიურად ქუჩის ცხოველთა რიცხვი არც შემცირებულა, თუ არ გაიზარდა.
”საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება” მიუხედავად აღნიშნულისა და გულაცრუებისა სახელმწიფო ორგანოების მიმართ, მაინც წავიდა ქ. თბილისის მერიასთან ურთიერთობების დარეგულირებაზე. 2009 წლის 25 დეკემბერს ჩვენი თაოსნობით თბილისში ჩატარდა კონფერენცია შინაური ცხოველების პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით. კონფერენციას დაესწრო არასამთავრობო სექტორი, კინოლოგიური და ვეტერინარული გაერთიანებები, ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. გადაწყდა, რომ სახელისუფლებო ორგანოები და არასამთავრობო სტრუქტურები ითანამშრომლებენ ქუჩის ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებში, რაც ითვალისწინებს პრობლემების მოგვარებას ცივილიზირებული მეთოდებით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ცხოველთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას და პოპულაციის მართვას სტერილიზაციისა და სხვა თანამედროვე ჰუმანური მეთოდების გამოყენებით. იმედი ჩაგვესახა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებმა გეზი აიღეს პრობლემის ცივილიზირებული მეთოდებით მოგვარებაში და სახელმწიფო თანხების სწორ განკარგვაში. მაგრამ სამწუხაროდ სულ რამოდენიმე დღეში, 2009 წლის 30 დეკემბერს მერიამ კვლავ გამოაცხადა ტენდერი, ქ. თბილისში 20 000 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების სახელმწიფო შესყიდვაზე. მე პირადად გავეცანი მერიაში ტექნიკურ პირობას, და შემაშფოთებელი შინაარსი წავიკითხე. ტექნიკური პირობების თანახმად სატენდერო წინადადება ითვალისწინებს თბილისში 11 თვის განმავლობაში 20000 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) დაჭერას, რომლებიც შემდეგ უნდა იყვნენ გადაყვანილნი გაურკვეველ ვეტერინარული კლინიკაში. ამ ცხოველებს თურმე უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა-დათვალიერება. 3 დღეში დაჭერილი ცხოველების 20 %-ს, რაც ციფრობრივად 4 000 ერთეულია, თურმე გამოუჩნდება პატრონი, ხოლო დანარჩენი 80%, რაც ციფრობრივად 16 000 ერთეულია, ექვემდებარება დახოცვას. ტენდერში არც ერთი კომპანია არ ღებულობს მონაწილეობას. მაგრამ მერია აფორმებს ძაღლმკვლელ ორგანიზაციასთან ერთჯერად ხელშეკრულებას და აცხადებს ახალ ტენდერს, ამჯერად კი 35 100 ცხოველის დაჭერაზე და 80%-ის განადგურებაზე, რაც სცილდება ყველანაირ ნორმალური აზროვნების ზღვარს.
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებულია აღნიშნული სატენდერო წინადადებით და მოუწოდა მუნიციპალიტეტს საკითხი გადაწყვიტოს ელემენტარული ცივილიზირებული და ჰუმანური ფორმით, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების უფლებები. ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებები და რეკომენდაციები. აღნიშნული სატენდერო წინადადება არის ცხოველების პერმანენტულ განადგურებაზე მიმართული აქცია და არა ვეტერინარული მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ცივილიზირებულ წესსა და ნორმას. ცივილიზირებული წესით მოკვდინება უმტკივნეულო მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების რომლებიც იტანჯებიან რაიმე დაავადებით, ან საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოიყენება საერთაშორისო დონეზე მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდი. ამავე დროს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისის მერიას თავისი საქალაქო სამსახურების დებულების საფუძველზე არ აქვს არავითარი უფლება ცხოველთა ვეტერინარული მომსახურების სფეროში, მით უმეტეს მათი დახოცვის და ჟლეტის, და მისი უფლებამოსილება მხოლოდ ცხოველთა დაჭერა-იზოლაციით მთავრდება. ვეტერინარული მომსახურების უფლებამოსილი ორგანო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები.
ჩვენამდე უკვე მოაღწია ინფორმაციამ, რომ მერიის გამოცვხადებულ ამ ტენდერში კვლავ 1-ლი კლინიკის ძაღლმკვლელთა ბანდები მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლებელია სხვა სახელით და ახალი ფირმით, მაგრამ ეს ის ავაზაკთა დაჯგუფება იქნება. და ეს ძაღლმკვლელი დაჯგუფება 2010 წლის 20 იანვრიდან კვლავ განარგძობს თბილისში ცხოველთა მიმართ სისასტიკეს და ხოცვა-ჟლეტას.
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” ვერ დაუშვებს ცხოველთა პერმანენტულ განადგურებას, თან ცხოველებისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო მოხელეების პირადი გადაწყვეტილებით.
მე, თეიმურაზ წიქორიძეს, ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარეს, აღარავითარი ნდობა აღარ გამაჩნია სახელისუფლებო ორგანოების და უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკების ერთადერთი მიზანი არის ბიუჯეტიდან ფულის გათეთრება და კორუფციული გარიგებები ამ სფეროში გაბატონებულ ძაღლმკვლელ ბიზნესმენებთან.
სამწუხაროდ, ”ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება” შემოიფარგლა მხოლოდ ერთი მშრალი წერილით და ამით დასვა წერტილი. მაგრამ არსებობს ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლის სახელზედაც ჩვენი ორგანიზაცია სულ მცირე ხანში გაამზადებს პეტიციას და მიმართავს მათ დახმარებისათვის.
თეიმურაზ წიქორიძე
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
http://www.gspsa.org.ge This post has been edited by Ralf on 28 Feb 2010, 22:41