კონკრეტულად ნუცუბიძის ქუჩაზე რა მონაკვეთზე ნახეთ ეს ძაღლი? ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციაა ცხოველთა გადარჩენა. თავშესაფარში უპირველესად მიიღებიან ის ცხოველები, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ:
თავშესაფრის წესები
წყარო:
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=sh...=active&lang=geGSPSA-ს თავშესაფარში ცხოველთა (ძაღლები და კატები) მიღებისა და გასხვისების წესები:
ცხოველის მიღების წესი
თავშესაფარში ცხოველთა მიღება ხდება თავშესაფრის ხელმძღვანელობის უშუალო გატაწყვეტილებით და ვეტერინარის ნებართვით. თავშესაფარში ცხოველები მიიღებიან მხოლოდ ვეტერინარული საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ. ყოველ ძაღლზე იხსნება სპეციალური ფორმა, აგრეთვე ინფორმაცა ცხოველის შესახებ განთავსდება GSPSA-ს ელექტრონული ინფორმაციათა ბაზაში. თავშესაფარში რიგითობით მიიღებიან:
1. ცხოველები, რომლებსაც აქვთ მექანიკური ან სხვა სახის დაზიანება და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას;
2. ადამიანის მიერ სასტიკი ქმედებისგან დახსნილი ცხოველები, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმა (დაზიანება) და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას;
3. ლეკვები, რომლებიც არიან უზედამხედველო, მათი სიცოცხლე საფრთხეშია და საჭიროებენ ჰუმანურ დამოკიდებულებასა და მზრუნველობას;
4. ძაღლი, რომელიც დაკარგულია პატრონის მიერ და საჭიროებს მზრუნველობას და პატრონის მოძიებასა;
5. ძაღლი, რომელსაც ემტერება მოსახლეობის მიერ სასტიკი ქმედება და მისი სიცოცხლე საფრთხეშია;
6. ძაღლი, რომელმაც დაკარგა პატრონი (მისი გარდაცვალების ან უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში) და საჭიროებს მზრუნველობას;
7. ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საჭიროებენ მზრუნველობას და ვეტერინარულ მომსახურებას;
8. ცხოველები, რომლის მიღებასაც გადაწყვეტს თავშესაფრის ხელმძღვანელობა.
თავშესაფარში მიიღებიან აგრეთვე ის ცხოველები, რომლებსაც ვეღარ ინახავს პატრონი (უსახსრობის, უდროობის ან სხვა მიზეზით) და განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. ეს ცხოველები მიიღებიან სპონსორის გამონახვის შემთხვევაში.