GSPSA-ს თავშესაფრიდან დღეიდან იწყება ახლად შემოსული მეტისი და ჯიშიანი ძაღლის ლეკვების გაჩუქება.
მჩუქებელმა უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ძაღლის შენახვისათვის და მოვლა პატრონობისათვის.
ლეკვები გაჩუქდება იმ პირებზე, რომლებიც ეხმარებიან ან დაეხმარებიან თავშესაფარს და გაითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს.
ვაქვეყნებ გასაჩუქებელი ლეკვების ფოტოებს:
ნახევრად კავკასიური ლეკვები. ისინი 16 მაისს დაყარა მიკედლებულმა ნახევრადკავკასიურმა ნაგაზმა, მაგრამ ვინაიდან დედამ მათ ვერ აჭამა, იმავე დღეს გადმოყვანილნი იქნენ თავშესაფარში და მათ დედობა გაუწია გერმანულმა ნაგაზმა. არის 6 ლეკვი. დღეს დილით ერთი გაჩუქდა კარგ პიროვნებაზე, ხვალ კიდევ ერთიც მიჰყავთ. დარჩება გასაჩუქებელი 4 ლეკვი, 1 ხვადი და 3 ძუ. ლეკვები აქტიურები არიან და ჭამენ დამოუკიდებლად.
აი მათი ფოტოებიც:



* * *
ეს კი ჩემი პირადი ძაღლების (გერმანული ნაგაზები) - რალფისა და ლინდას ლეკვებია. ამ ლეკვებს მე ვყიდი, თანხები კი მყიდველმა უნდა გადარიცხოს ცხოველთა დაცვის ფონდში და მოხმარდეს GSPSA-ს თავშესაფარში მოხვედრილ უპატრონო ცხოველებს.
ეს მათი ფოტოებია. არის 4 ლეკვი, 3 ხვადი და 1 ძუ. 1 ხვადს საჩუქრად ვაძლებთ ჩვენი უბნის პოლიციის ქვეგანყოფილებას სამოსამსახურეო მიზნით. ამ განყოფილების თანამშრომლები განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენენ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ.
1 ლეკვი შესაძლებელია დავტოვოთ ორგანიზაციაში.
ამ ლეკვების ფოტოები:


* * *
ეს კი მეტისები არიან. შავ-წითური მოყვანილია ლისის ტბის ტერიტორიიდან, ხოლო თეთრი ლეკვი დაგვიგდეს თავშესაფართან. თეთრ ლეკვს ჰქინდა რახიტი. თითქმის უკვე აღარ აქვს. ვუმკურმალეთ.
თეთრი ხვადია, 1,5 თვის, შავ- წითური ძუ, 2,5 თვის.


* * *
თავშესაფარში არის ასევე სხვა ლეკვებიც, მაგრამ ჯერ ისინი დამოუკიდებლად ვერ ჭამენ და მათი გაჩუქება ნაადრევია. მათ ფოტოებს დავდებ რამოდენიმე დღეში.
ასევე არიან სულ რამოდენიმე დღის წინ გაჩენილი ლეკვები. თავშესაფრის ძაღლმა - სტელამ დაგვიყარა. ჰყავს 5 ლეკვი. ერთზე უკვე არის მომავალი პატრონი, მათი გაჩუქება მოხდება 10 ივნისიდან.

* * *
ეს ლეკვი კი გლდანიდან მოყვანილია. ის გადააგდეს ძალიან პატარა, ჯერ თვალებიც არ ჰქონდა ახელილი:
ცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებები - II ნაწილი (post #19473431)"მეცვიყო" (ასე შევარქვი ლეკვს) ძალიან კარგ ფორმაშია, უკვე ხედავს და თამაშობს, მაგრამ დედის რძე ყველაფერს ურჩევნია და სულ ძუძუზეა ჩამოკიდებული. რამოდენიმე დღეში შეიძლება მისი გაჩუქებაც.


კიდევ გვყავს რამოდენიმე ლეკვი. ფოტოებს გადავუღებთ და გამოვაქვეყნებთ.
გთხოვთ მომეხმაროთ ლეკვების გაჩუქებაში.
* * *

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
http://www.gspsa.org.ge/info@gspsa.org.ge
893 32 21 59
დახმარება თავშესაფრისა და უპატრონო ცხოველებისათვის:
მაგთი, ჯეოსელი - 700 345
ზარის ღირებულება 1 ლარი
შემოწირულობისათვის საბანკო რეკვიზიტები:
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=ab...=donate&lang=ge