Inannaნეტა ობიექტური თვალით წაგაკითხა ეხლა, რას წერ

შენი ლოგიკით, მარტოხელა ადამიანის გარდა, არავინ არ უნდა იყიდოს ძაღლი.
ყველა თხოვდება როდისმე, ყველას მოყავს ცოლი და ყველა აჩენს ბავშვს.
არავის გამოუტანია სამსჯავროზე, სწორად მოიქცა თუ არა ქმარი 6 წლის წინ, როცა ძაღლი მოიყვანა სახლში და არ დაფიქრდა იმაზე, რომ მისი მომავალი ცოლი როგორი ხასიათის იქნებოდა, ეყვარებოდა თუ არა ძაღლი,
ან ცოლი რატომ არ დაფიქრდა, როცა ძაღლიანი კაცი უყვარდებოდა, საერთოდ რატომ არ კითხა პირველ პაემანზე, შემთხვევით ძაღლი ხო არ გყავსო,
ან რატომ არის ამ ოჯახისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბავშვის და მამის ჯანმრთელობა, ვიდრე ძაღლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
საერთოდ არავის არ უკითხავს ეს, თუ შეამჩნიეთ, რომ ეცით ამ გოგოს ყელში და ლინჩის წესით გაასამართლეთ.
მეც მყავს ძაღლი, 3 წელი ჩემთან ცხოვრობდა, გავთხოვდი, გადავიყვანე 1 ოთახიანში ჩემსიმაღლე ავჩარკა, ქმრის ოჯახში გადავედი, იქაც გადავიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ არავის ეხატებოდა გულზე, ვუთხარი, ჩათვალეთ, რომ ჩემი შვილია და ისე მიიღეთ თქო..
ბავშვი მყავს ეხლა. ამ სახლში არც ადგილია და არც სიტუაცია, რომ ძაღლი ვიყოლიო. დედაჩემთან მყავს, იქ ვერ უვლიან ისე, როგორც მე ვუვლიდი, თან ვენატრები, ცრემლებს ძლივს ვიკავებ, რომ მოვდივარ და იმას იქ ვტოვებ..
მაგრამ რომელს გაქვთ ორი თავი, შემედავეთ ეხლა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,
ან რომელს გაქვთ უფლება, განმსაჯოთ, სწორად მოვიქეცი თუ არა..
მესმის ძაღლის სიყვარული და ბევრისგან არ მესწავლება, ჩემი ძაღლის ბინძური რომ უწოდა, ბაბუჩემის ტოლ კაცს ყელში ვეცი, პირდაპირი მნიშვნელობით,
მთელი უბნის ძაღლებს მე ვაჭმევდი და ვასმევდი და სახლში მყავდა სულ.
მაგრამ არის რაღაც პრიორიტეტები, მაგალითად ბავშვის ჯანმრთელობა, რომელსაც ვერ გარისკავ.
არის რაღAცეები, რასაც ვერ გათვლი: საიდან უნდა იცოდე, რა სიტუაცია გექნება 5 ან 6 წლის მერე, როგორ უნდა გააკეთო პროგნოზი, შენ რომ ცოლს მოიყვან და ძაღლს ოჯახის წევრს დაუტოვებ, რომელიც 4 წელი ზრდიდა, პრობლემა შეიქმნება...
არ არის საჭირო ეს ფანატიზმი და თვალში თითის ტაკება.
ასე რომ შეიძლებოდეს ცხოვრების დაგეგმვა და გრძელვადიანი გათვლების გაკეთება, კარგი იქნებოდა და არა მარტო ძაღლებისთვის.
მეც მეგონა, რომ ძაღლის დატოვება არ მომიწევდა, მაგრამ მომიწია, რას ვიზამთ, ძაღლის კი არა, შვილის დატოვება უწევს ზოგს...