ეს არის ერთი ძაღლის ისტორია. "ტუბო"-ასე შეარქვეს ამ ძაღლს. ის სიკვდილის პირზე იყო, რომ არა კარგი ადამიანები. მე ტუბო გავიცანი 2 დღის წინ კლუბ "ლორდ ლამარი"-ში. მადლობას ვუხდი ბატონ დავითს და ამ კლუბის ვეტერინარულ სამკურნალოში მომუშავე ქალბატონებს. ეს არ არის მარტო ცხოველის მიმართ ვეტერინარული მომსახურება, ეს არის ნამდვილი ჰუმანური დამოკიდებულება. "ტუბო" ბედნიერია, ბედნიერები ვართ ჩვენც. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბატონო დავით, ქალბატონებო ასეთ კეთილშობილურ საქმეში!
”კონკია წყალტუბოდან.
საოცრება ხდება არა მარტო ზღაპრებში. ჩვენ თვითონაც შეგვიძლია საოცრების მოხდენა, მხოლოდ არ უნდა გვეშინოდეს გულის გახსნა სიყვარულისთვის და სიკეთისათვის.
ქალაქ წყალტუბოში დაიბადა პატარა ბომბორა ლეკვი,რომელსაც მოუწევდა დიდი უბედურების და სიყვარულის გაგება.უბედურება მოვიდა უცებ, კატარაკტა ორივე თვალზე და სიბრმავე, რომელსაც მოჰყვა შიმშილი და ავადმყოფობა. გულგრილ ადამიანებს მუდამ ეჩქარებოდათ და უბედურ ძაღლს საკვებსაც კი არ აწვდიდა არავინ. ჩვენ გმირს, რომელიც თამამად იბრძოდა ძალა და იმედი არ დარჩა, წინ უძღოდა მხოლოდ სიკვდილი.
მაგრამ ....დანიელ ლეჰნერი, დიდი სულის და გულის პატრონი, არ მისცა უფლება უბედურების დატრიალებას. მან ჩამოიყვანა ავადმყოფი ძაღლი თბილისში და მიიყვანა მეგობრებთან. საქმის გამო მას მოუწია თავის სამშობლოში -ჰოლანდიაში დაბრუნება, მაგრამ თავისი სიყვარულის ნაპერწკალი ჩვენც გადმოგვცა. ძაღლის პატრონობა და მოვლა თავისთავზე აიღო კინოლოგიურმა კლუბმა"ლორდ ლამარი"-მა. ნელ-ნელა ძაღლი გამოკეთდა. მაგრამ მთავარი უბედურება- სიბრმვე ორივე თვალზე არ აძლევდა უფლებას დაბრუნებოდა ჩვეულ ჯანმრთელ ცხოვრებას. მაგრამ დანიელის სიყვარულის ნაპერკალმა ისევ საოცრება მოახდინა.
ადამიანები თეთრ უნიფორმაში დახრილები დგანან ძაღლთან......ოპერაცია .....საგანგაშო ღამე და შედეგი.......გამარჯვება. სინათლემ შეცვალა სიბნელე.
ის ხედავს, ჯერ მხოლოდ ერთი თვალით (წინ ელის კიდევ ერთი ოპერაცია).
ჩვენი გმირი, სახელად ”ტუბო”, კვლავ აღიქვამს იმ სამყაროს, რომელშიც არ არსებობს ბოროტი და გულგრილი ხალხი, და არის სიყვარული და სიკეთე.
კინოლოგიური კლუბი ”ლორდ ლამარი" და დენიელ ლეჰნერი დიდ მადლობას უხდიან იმ პირებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა, გამოიჩინეს სიკეთე და დახმარება გაუწიეს ტუბოს.
მარინა კაზლოვა - ”ლორდ ლამარი”
თბილისი, 2009 წლის 10 დეკემბერი”


This post has been edited by Ralf on 10 Dec 2009, 23:00