SPCმე მგონი აშკარად გამოგდებულია, მოუვლელია და ეტყობა, რომ ქუჩის ცხოვრებას არის მიჩვეული.
არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ რა გაკეთდეს. მე უდროობის გამო მხოლოდ ინფორმაციის განთავსებას თუ ვახერხებ ფორუმში.
ამის პატრონს ისე, რომ გამოჩნდეს წესით ეს ძაღლი არ უნდა დაუბრუნო. განადგურებულია ძაღლი ძვლების ჭამის გამო.
მთელ უკანა ტანზე კანი აქვს დაზიანებული. კბილები ძვლების ჭამისგან გაცვეთილი აქვს. დაუვარცხნელია მთელი თავისი ცხოვრება.
კარგია, თუ ვიპოვნეთ პატრონი, მაგრამ მე ამ ძაღლს მხოლოდ ხელწერილის შემდეგ დავუბრუნებ. მან უნდა მიიყვანოს ეს ძაღლი ვეტერინართან.
და რაც საჭიროა ყველაფერი უნდა გაუკეთოს. ძალიან კარგი თვისების ძაღლია. კიდევ 7 დღე კარანტინში იქნება. მერე დავუწყებთ მკურნალობას
და ვაქცინაციას. თქვენ თუ ჩათვლით საჭიროდ პატრონის აღმოსაჩენათ, შეგიძლიათ ჩემს გარეშე გადაწყვიტოთ.
ეს ძაღლი კი არ არის დაკარგული, ამისი "პატრონია" დაკარგული. ძაღლს კი არ ვეძებთ, არამედ პატრონს. და ასეც უნდა დაიწეროს განცხადებებში:
"დაკარგულია შავი გერმანული ნაგაზის პატრონი, მპოვნელი დასაჩუქრდება - GSPSA".
* * *
ჩვენ კი არ უნდა გავაკრად წესით განცხადებები, არამედ პატრონს უნდა გაეკრა და ეძებნა ძაღლი. გსმენიათ სადმე ოფიციალურ პრესაში
ან ელექტრონულ საშუალებებში დაკარგული შავი გერმანულის შესახებ? მე არა.
უდაოდ გამოაგდეს, ასე მგონია. დაბერდა და აღარ უნდათ. არა უშავს, უპრობლემოა და იცხოვრებს ჩვენთან სიცოცხლის ბოლომდე,
ან გამოჩნდება ვინმე დიდსულოვანი პიროვნება და წაიყვანს.
* * *
magnაი ბი ეფ - დათვების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია
თბილისი , ნუცუბიძის პლატო, 3 მ/რ, კვარტ. 1, კორპ. 7 , ტელ: 32 64 96, ფაქსი: 53 74 78
კატეგორიები: ცხოველთა დაცვა - ორგანიზაციები,
აი ეს არის ერთ-ერთი ოტგანიზაცია, რომელიც ბრძოლობდა დათვების დაცვისათვის.
ძალიან დიდი მადლობა ახალი ინფორმაციისათვის. კარგია, თუ ”ნაკრესიც” დაინტერესდება დათვების საკითხში. აუცილებლად დავამყარებთ კონტაქტს.
* * *
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს ლორანია, ფოტო გადაღებული მაქვს 2 წლის წინ.

ლორანი გამოგდებული კავკასიური ნაგაზის ბაქუნას ლეკვია.
* * *
ლორანი 2 წლის წინ გავაჩუქე. 9 თვის იყო.
აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა პატრონმა. ლორანს კანქვეშა ტკიპა დაუდგინდა. ის ჩვენთანაა.
უზომო რაოდენობის ჭიები დაყარა. უნდოდათ 1-ლი ვეტი გამოეძახებინათ და მოეკლათ.
აი ლორანის ფოტოები სადღაც ერთი თვის წინ, როდესაც წამოვიყვანეთ.


დღეს ლორანი უკეთეს ფორმაშია. ძალიან უხარია ჩვენთან. დარბის პატარა ლეკვებთან ერთად და თამაშობს.
ნათია მკურნალობს რა თქმა უნდა თავისი ხარჯებით. მადლობა მას. ალბათ მალე 4-5 თვეში ლორანი სრულ ფორმაში იქნება.