დღეს თავშესაფრის ერთ-ერთი ბინადრისათვის ბედნიერი დღე იყო. კიმმა პატრონი და თავისი სახლი შეიძინა. კიმი ჩვენთან უკვე თითქმის ერთი თვეა
რაც იმყოფება. იგი ეშმაკი, სხარტი და მოთამაშე ლეკვია. კიმის პატრონი გახდა თბილისელი გოგონა მარი. მარის ნაამბობით მას რამოდენიმე ხნის
წინ მოპარეს ძაღლი, კოკერ სპანიელი. ახლა კი მარიმ კიმი აიყვანა. კიმი უკვე შეეგუა ახალ პატრონსა და სახლს.
კიმი ბედნიერია! მარიც ბედნიერია!
ფოტოს ცოტა მოგვიანებით დავდებ, რადიკალი არ იტვირთება.
* * *
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ანაკლიიდან დათვის ჩამოსაყვანად საჭირო თანხის დაფინანსების გარკვეული პირობა მივიღე. ახლა საჭიროა
დეტალური პროგრამა, ხარჯთაღრიცხვა და დროის გამოყოფა. ვინც არის დაინტერესებული ამ პროგრამაში ჩაერთოს კარგი იქნება,
თუ ამ ფორუმის საშუალებით შეგვატყობინებს. ამ პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს 4 კაციანი ჯგუფი. აუცილებელია მანქანა.
ამ მოხალისეების ფუნქცია იქნება ვიდეო გადაღება და ჩვენთვის დახმარება სხვადასხვა საკითხებში. დათვთან უშუალო კავშირი
ამ მოხალისეებისთვის არ იქნება არც სავალდებულო, არც მიზანშეწონილი. მოხალისეები უნდა შეეძლოთ: ვიდეოს გადაღება, დეტალური
ინფორმაციების ჩაწერა, ერთს უნდა ჰყავდეა ავტომობილი სწორედ ამ ჯგუფისათვის, კარგი იქნება თუ ჯგუფში იქნება ერთი ვეტერინარი
და ექიმი.
დათვთან კონტაქტი, მისი ტრანსპორტირება და თავისუფლებაში გაშვება ამ ჯგუფს არ ევალება.
* * *
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს ქ.თბილისის მერიაში იყო შეხვედრა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან.
შეხვედრის თემა იყო ჰოლანდიელების თავშესაფრისათვის ტერიტორიის გადმოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საკითხები.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით მაქსიმუმ ამ თვის ბოლოს მერია მოაგვარებს ამ საკითხებს და ხელშეკრულებაც გაფორმდება.
აღნიშნულ მოლაპარაკებებში უშუალოდ ვღებულობ მონაწილეობას და იმედს გამოვთქვამ, რომ მერია ამჯერად მაინც შეასრულებს დანაპირევს.
ალბათ თავშესაფრის მშენებლობა დეკემბერ-იანვარს მოიცავს, თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი.
სამწუხაროდ მერიამ და ეკონომიკის სამინისტრომ უსულგულო დამოკიდებულობის გამო დროულად არ გაამზადა დოკუმენტაცია.
თუ ყველაფერი ნორმალურად განვითარდა 2-3 თვეში კიდევ ერთი ცხოველთა თავშესაფარს მივიღებთ თბილისში.
ამჟამად კი რეალურად მხოლოდ 2 თავშესაფარია:
თამაზ ელიზბარიშვილის თავშესაფარი:
ძაღლების თავშესაფარი გააჩუქებს ძაღლებს.GSPSA-ს თავშესაფარი:
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=sh...=active&lang=ge