მამაჩემს ჰქონდა გულის შეტევა,. ძალიან მძიმედ იყო. ჯერ ძლივს გამოძვრა, მერე კაი ხანი იწვა სახლში.
მთელი იმ ხნის განმავლობაში ჩემი ძაღლი საწოლის ქვეშ იწვა, გამოვიდოდა ახედავდა მამაჩემს შეძვრებოდა უკან. წყალს სვამდა მხოლოდ.
როგორც კი მამაჩემი ადგა, პუსკაც ჩვეულებრივი პუსკა გახდა და მიადგა ყველა სახლის ჩუსტს

თუ ვინმე გავაბრაზებდით, ეს თავხედი აიღებდა იმ ოჯახის წევრის ჩუსტს და აივანზე ბრდღვნიდა

ეს თუ გვაბრაზებდა კუთხეში დადგომა იცოდა

აბა კუთხეში! ვეტყოდით და გარბოდა ეგრევე ორ თათზე იდგა კედელს მიყუდებული

ისეთ საწყალ სახეს მიიღებდა ვინ იყო იმისი იქ დამტოვებელი, ჩამოვსვამდით ხოლმე ეგრევე

ტუტუცი

თავისი პირსახოცი ეზიზღებოდა, უფრო სწორად ბანაობა

როგორც კი დედაჩემს დაინახავდა პირსახოცით ისე იმალებოდა ძლივს ვპოულობდით

მომენატრა