ჩვენც წარვსდგებით
მყავს 6 წლის აღმოსავლეთ-ევროპული ნაგაზი.
სახელად ჰქვია ბაქსი. აქვე შემოგთავაზებთ მეტსახელებს (ბაქსი, ბაქსიკო, ბუქსი, ბუქსიკო, ბუქსიკა, ბაქსი-ბუქსი, ბუ

მოკლედ აქედან აბსოლუტურად ყველას ვეძახი გარდა ბაქსტერისა .
ესეც ბაქსი

მას მერე რაც 7 თვის გახდა აქტიურად გაუჩნდა ჩვენი დაცვის სურვილი

. საკმაირსია ვინმემ ან ხმამაღლა მოგვმართოს ან უხეშად ეს უკვე იწევს მასზე. როგორც ნამდვილ ნაგაზს შეეფერება.....ეს არ გვისწავლებია... მაგალითად ერთხელ ვიღაც მთვრალი იუზრდელი კაცი მოგვიხალოვდა და აგდებული ტონით რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდა. მე უკვე მოვემზადე რომ დამეჭირა ვიცოდი ამის რეაქცია...მოკლედ ამ კაცმა სულ სირბილით გაგვასწრო...უკან აღარც მოუხედია ისე შეეშინდა.
ბუქსიკა ხშირად დადის ჩემთან ერთად ბუნების წიაღში
მოკლედ ბაქსი ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია ..... ძალიან მიყვარს .... 5 წუთის წინ ვეხუტებოდი და ვეუბნებოდი იცი როგორ მიყვარხარ მეთქი.
აი ასეთი იყო როცა მოვიყვანეთ, 1 თვის ბუქსიკო


ამ სურათებში ანანურში ვართ

რადგან ბაქსი 1 თვის იყო ეზოში არ შეიძლებოდა და მთელი დღე ერთ ოთახში იყო, რომელსაც ამის მერე შერჩა სახელი, ბაქსის ოთახი. ეზოში მხოლოდ ხელში აყვანილი ჩამომყავდა....
მერე და მერე გაიზარდა. დავდივართ გამოფენის პარკში სადაც ბაქსის მეგობრები ჰყავს. პირველი მეგობარი იყო რექსი, გერმანული ნაგაზი. უფროსი მეგობარი .
ეს ბაქსის მეგობარია სახელად მურია. სულ ასე დასდევდა ბაქსი, მურია დიდი ხანია არ გვინახავს.

ესეც წყალში, რა საქმიანად იქნევს თათს

პირველი სიყვარული . და მისი შედეგი.... ბაქსის როგორც მამას 1 ლეკვი მისცეს

ეს კი მეორე ცოლისგან ლეკვები

კიდევ რამოდენიმე სურათი

აქ უცბად ბალახებში თავი შემოყო და მეტყობა ხო რომ გამიხარდა დანახვა ?

ეს ანანურშია, ეზოში

ესეც ანანურში. ასე დაჯდება ხოლმე და აკონტროლებს მეზობლის საქმიანობას გვერდით ეზოში.
]
* * *
* * *
ვაგრძელებ ...
აქ კი ალუბალს ჭამს, პირდაპირ ხიდან.

ყაყაჩოების მინდორზე, წითელი ბურთით

და გვირილებში. ჩემთან ერთად






