GOLLUMტომი და ჯერს და "ნუპაგადს"უყურებს

აუ ხალხ გაცინოოოოოოოოოოთ

ძვალი ვუყიდე დღეს,მაგარია და პირში ლბება იჭმევა,2საათი ხომ თვალით არ მინახავს არცერთი

ორი საათის მერე წყალი მომთხოვა,ძვალი პირში ქონდა გაჩრილი ისე წამოვიდა დალია

მერე ისევ წამოათრია,დაიწყო სიარული ტირილით,ვერ მივხვდი რა უნდოდა,ცოტა ხანში ახტა საწოლზე,ამოალაგა ბალიში საბანი გადასაფარებელი

ლეიბსა და საწოლს შორის დინგით ჩატენა ძვალი მერე უკან მიაფარა

აი თურმე რატომ ანგრევდა საწოლს

ამოვიღე,ატეხა ტირილი,ეშინია არ წავართვათ ალბათ

ორ წუთში იგივე გააკეთა,ისევ ამოვიღე,მივეცი,გავიდა აივანზე გაიტანა და მიუჯდა გვერდზე,მარა შესცივდა ალბათ და შემოვიდა ტირილით თავის ძვლიანათ,მოვიდა მე წამოწოლილი ვიყავი და ქვეს ამომიდო ძვალი, ეხლა ვწევარ ძალზე სამალავი ვარ
This post has been edited by blblbl on 12 Feb 2010, 19:04