miss_pepsiტალღისებრი მყავს მეც. ფოტო არ მაქვს თორემ სიამოვნებით. ხანგრძლივ მივლინებაში ვარ და ფიზიკურად ვერ გადავუღებ ფოტოს
valfar
რომ შეხედავ ისედაც ეტყობათქო პატარაა თუ დიდი.

აი ნახე, მარცხნივ ზრდასრულია, მარჯვნივ ბარტყი.
1. უმრავლეს ბარტყებს შუბლი დაზოლილი აქვთ - დიდობაში შუბლი ერთფეროვანი ხდება, ზოლები ქრება
2. ბარტყებს დიდი მუქი შავი თვალები აქვთ - დიდობაში შავი გუგის გარშემო ჩნდება თეთრი სარტყელი - თითქოს თვალი უფრო ვიწროვდება
3. ცხვირის რქოვანა ბარტყებში ვარდისფერი ან იასამნისფერია - დიდებში დედალს მოწითალო-მოყავისფრო რქოვანა აქვს, მამალს - მუქი ლურჯი.
4. ბარტყებს ყელზე შავი წინწკლები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ - დიდებს კი კარგად აქვთ გამოკვეთილი
5. ბარტყის ნისკარტის წვერი მოშავოა - ზრდასრულის კი აღარ.
This post has been edited by ლლევ on 15 Apr 2010, 08:34