supercalifragilisticexpialidocisარაფერი მოსავლელი არაა.
საჭმელი უნდა ჩაუყარო ხოლმე, გალია დაუსუფთავო 3-4 დღეში ერთხელ და ყველაზე მთავარი რაცაა ურთიერთობა უნდა იქონიო, ანუ თავიდან მითუმეტეს ბევრი უნდა ელაპარაკო და დიდი დრო დაუთმო მას, თუ გინდა რომ მოგეჩვიოს და ადამიანი გახდეს

სიბინძურეზე კიდევ, რათქმაუნდა იქნება მარა ისეთი არა რომ აუტანელი იყოს, მითუმეტეს 2 ძაღლი თუ გყავს ეს დიდად აღარაფერს შეატყობს
chioreliგააჩნია რისთვის გინდა თუთო.
თუ ოჯახში გინდა მინი ფაუნა რომ მოაწყო, დილაობით ჩიტების ჭიკჭიკმა გაგაძვიღოს და ა.შ. წყვილი იყიდე მარა ლაპარაკი დაივიწყე.
თუ გინდა რომ ნახევრად თუთო იყოს და ნახევრად ადამიანი მაშინ მამალი უნდა იყიდო და თან ბარტყი, რაც შეიძლება პატარა.
ლაპარაკს ნამდვილად იწყებენ, თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობ და ელაპარაკები შენ თვითონაც.
აი ესაა ჩემი ჩიკო, 6 წლის ხდება ეხლა გაზაფხულზე. რომ მომიყვანეს სულ პატარა იყო, ბარტყი, უდიდან ახალი გამოყვანილი და პირველი კვირა ვერც მOძრაობდა წესივრად. ჭამდა და სულ ერთ ადგილას იჯდა. მერე ცოტა ხანში ფრთებიც ააფართხალა და ნელ-ნელა მივიჩვიეთ. ეხლა არანაირი შიში აღარ აქვს ადამიანების, დაძახებაზე მოდის და რაც მთავარია სახლის ყველა ოთახის ყველა კუთხე ზეპირად იცის

მაგ ვიდეოში კიდევ, რამდენიმეს იძახის მარტო "ჩიკო კაი ბიჭიაო" და ჩიკო ჩიკოო. და ეგ ნაღდად არაფერია იმასთან შედარებით რასაც ყოველდღიურად ლაყბობს და რაც მაგ ჯიშის თუთიყუშს შეუძლია კარგად გაზრდის შემთხვევაში.
ამდენი იმიტომ ვწერე რომ მაგრა მევასება ადამიანებად ქცეული თუთოები

რომ მომიყვანეს ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი ესე თუ შემიყვარდებოდა და ესეთი პატარა არსება ასე თუ გაგვართობდა ოჯახში