სამი კვირაა რაც მყავს და ისე მომეჩვია უჩემოდ ვეღარ ძლებს

სულ მხარზე უნდა რომ მაჯდეს, სამზარეულოში მაგიდაზე დამიბრძანდება ხოლმე, წიგნს ვკითხულობ ზედ სკუპდება, კომპიუტერზე ხომ საერთოდ. ძალიან ,,ერჩის'' კლავიატურას, ლამისაა კლავიშები ამოაყრევინოს

გათამამდა და გამაიმუნდა, სულ წავიდა თავზე!

სათამაშოებზე გიჟდება, ისე უყვარს.
დღეს წვენსაწრუპზე ვიჩხუბეთ სერიოზულად

თავისი მივეცი რომ არ მოეშვა ჩემსას, ჩააგდებდა ძირს იმას და ისევ ჩემი საწრუპისკენ მოექანებოდა.
ბავშვებო ჩაი ესმევათ თუთოებს? ძალიან უნდა რომ ჩემი ჭიქიდან დალიოს ხოლმე და არ ვიცი, მივცე ნება?