ბოოოდიში ხალხ რომ არ გამოვჩნდი და არ დამიპოსტია სანის ამბები..
აი უბრალოდ რომ მოგიყვეთ მე და სანის რაები გადაგვხდა ალბათ თქვენ თუთოებს სანთლებს დაუნთებთ..
ხო პირველ რიგში დავიწყებ იმით,როოომ, როცა ვიყიდე პირველი სამი დღე არ მილაპარაკია იმდენად კი არადა, არ ვაქცევდი ყურადღებას- საჭმელსა და წყალზე ვაქცევდი მხოლოდ ყურადღებას.. ნუ ეგ არაფერია, თუთიყუშების ფსიქოლოგია შევისწავლე ჰოდა გამოსწორებადია ეგ..
ხოდა მესამე დღეს მივხვდი რომ ცოდოა ეს თუთო და დავუწყე ლაპარაკი.. ტაში ტუშები და ნორმალურად იყო ყველაფერი, დაჟე ხელით ვაჭამე საჭმელი.. მეორე დილით ვერ მიცნო.. დაიწყო ფართხალი აქეთ იქეთ.. და დღემდე ესეა.. 50 პირველი პაემანი რომ არის ფილმი ხომ იცით? ზუუუსტად ეგრეა!.. ყოველი დილიდან მიწევს ხეეელახლა ვასწავლო და შევაჩვიო თავი.. ზუსტად ერთსა და იმავე დაწიოკებებს ვიტან ყოველ დილით რომ საღამოს ხელი შემატანინოს ამ დამწვარ გალიაში და ხელით ვაჭამო ააან ცოტა წავუცაცუნო
არა ყველაზე სისასტიკე კი ისაა რომ არ ჭამს, გაამხდარია, ჩხირია რა.. აი დღეში ორჯერ ჩავიდოდა საჭმელზე და ისიც 5მარცვალს მოკვნიტავდა და ვსო.. წყალს არ ეკარებოდა.. პ[ეციალურად ვაკვირდებოდი, მთელი დღე რომ ვკითხულობდი ან რამე, გვერდით მყავდა და არ სვამს რა წყალს.. ჭამით კი უსასტიკესად ცოტას.. ჰოდა ანუ, მიწევს რომ ხელით ვაჭამო თორემ არ ვიცი რა.. და წყალსაც ხელით ვასმევ, რაღაც პატარა კოკაკოლისთავსახურის მსგავსი რაღაც ვიპოვე, ცოტა უფრო დიდია და წყალს იმით ვასმევ (ომის შემდეგ რა თქმა უნდა) იიიისე ხარბად მიეწაფება ამ წყალს რომ რავი.. არა ეს სასიამოვნოცაა ხელს რომ მიჩვეულია მარა თავიდან ისტერიკებს მიწყობს.. ეს ორი დღეა ცოტა მოვიდა ჯანზე და მიხარია.. ყოველ ორ საათში ერთხელ ცოტ-ცოტა ვასმევ ვაჭმევ..
ვაღიარებ თავიდან მეც ცივად ვიყავი განწყობილი მარა მერე ძალიან შემიყვარდა.. ბუმბულს ისე საყვარლად იცვლის.. და ფერებს რომ ვაკვირდები ჭკუიდან ვიშლები, ულამაზესია და რომ შემიყვარდა ცოოოტა გრძნობს თვითონაც..
ხო მართლა, კარებს სულ ღიად ვუტოვებ და არ გამოდის! არადა მუდო არაა, სულ აქეთ იქეთ დახტის, ძალიან ისეთი რეაქციები აქვს, მარა მოკალი არ გამოდის.. ხოდა წეღან გავიკეთე ხელთათმანები და გამოვიყვანე.. ტყავის ხელთათმანები ლამის შემიჭამა..

მერე ველაპარაკე აქეთ იქეთ და თითზე გამიჩერდა.. გავუშვი... მეთქი თუ გაფრინდება და არ გაფრინდა.. ცოტა ხანი ეგრე იყო და გადაცუნცულდა მერე, იბოდიალა ცოტა..
ხოდა, გავუკეთე ცალ ფეხზე ლაითად თოკი, მეთქი სად ვსდიო ამას.. ხოდა რომ მიცუნცულებდა პერიოდულად ამ თოკს ღრღნიდა

ხოდა არ მოიხსნა? .. არა მართლა ჭკვიანია ეს ოხერი.. ჰო, რომ ველაპარაკები მისმენს და პირს აღებს და ისიც ჟღურტულებს ხოლმე..
ამ კბენას გადავაჩვევ.. თავიდან თითს მევე მივუშვერ, ვაკბენინებ ხოლმე და მერე რომ ხედავს რომ არაფერი ეშვება და აღარ მკბენს
უბრალოდ დილაობით რომ დამფრთხალ სახეს იღებს როცა მივესალმები და მოფერება მინდა ვგიჟდები რა..
თუმცა არ ვუყვირი და არც არაფერი, არ უნდა აწყენინოო თუთოებსო, ყველაფერს გრძნობენო..
ჯერ ერთი თვე არცაა რაც მყავს და იმედია მოვარჯულებ ამ რჯულძაღლს
მე არ ვიცი რა, მიკი პირველივე დღეს ჩემს მუცელზე ცუნცულებდა და ჟღურტულებდა

ეხლა ისვენებს ვაჟბატონი..
მუსიკა უყვარს ისე, გიტარაზე რომ ვუკრავ წყნააარად ჟღურტულებს..
მართლა რთულია რა.. კიკი, რიკი, პიკი, მიკი ჰო მყავდნენ?? მარა აი ესეთი არაფერი შემხვედრია..
ავტვირთავ ფოტოებს და ვიდიუებს..
იმედია შევუყვარდები
This post has been edited by miss_pepsi on 7 Apr 2010, 19:20
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)