დღეს ვუსმენდი რადიოთი რეპორტაჟს გუშინდელ გამოფენაზე... ჰოდა, აუმრავი ძაღლი გამოუყვანიათ მეპატრონეებს, თან, რახან საერთაშორისო გამოფენა იყო, ვიღაცას რომელიღაც ქვეყნიდან 27 საათი უფრენია თბილისში (ქვეყნის სახელი ვერ გავიგე)
და რაც მთავარია - სუყველაზე მეტი ლაბრადორი იყო, მგონი, 87 ძაღლი. რამაც არც თუ ისე გამახარა, არ ვიცი, რატომ.... ალბათ იმიტომ, რომ, როგორც ყოველთვის, თბილისში ხალხი ისევ მოდასაა აყოლილი და სუყველას ამ ჯიშის ძაღლი უნდა. მე პირადად 15 წელი ვოცნებობდი ლაბრადორზე, ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვარ მოდას აყოლილი

ჯერ მაშინ მინოდოდა, თბილისში როდესაც ცოტამ თუ იცოდა, რა ჯიში იყო. მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი იმ მომენტში.
საერთოდ ნეგატიურად ვარ განწყობილი ამ მაოვლენისადმი - ყველა ადამიანს, ვისაც ძაღლები უყვარს და შეძენა სურს, პირველ რიგში მოდას კი არა, სხვა ნიუანსებს და ინფორმაციას უნდა აქცევდეს ყურადღებას, ითვალისწინებდეს საკუთარ და ძაღლის ტემპერამენტს, ფიზიკურ და მატრეიალურ შესაძლებლობას ამა თუ იმ ზომის/წონის ძაღლის ყოლის და ასე შემდეგ. ბავშვობაში ვიღაცის "ხრუშიოვკაში" მახსოვს აივანზე გამოკეტილი დანიური დოგი, ამხელა ძაღლი სახლში უბრალოდ ვერ ეტეოდა - ეს ხალხიც მოდას იყო აყოლილი (ვინ იყვნენ - არ მახსოვს). ჰოდა გავღიზიანდი, რა... ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სახლი ვილლა-ბორჯიაა დიდი ბაღით, მაგრამ საკმარისი ფართი მაქვს ლაბრისთვის - ბაღი კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გვაქვს. მე გავითვალისწინე ის, რომ ჯიში ტოლერანტულია ბავშვებისადმი, ძიძის როლსაც კი ასრულებს ხშირად, არის კეთილი, თვინიერი და ინტელექტუალი ძაღლი. ახლა მე არ ვამბობ, რომ წმინდანი ვარ და მაგარი ჯიგარი და სწორედ მოვიქეცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ გავიგე ამ ჯიშის შესახებ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც უამრავ სირთულეს ვაწყდები - პრაკტიკულ სიბრტყეში, ასე ვთქვათ.
მოდას აყოლის სინდრომი 90-ში გამოიხტა იმაში, რომ უმრავლესობას დალმატინელი ყავდა/ან უნდოდა, და არავინ დაინეტერსებულა ამ ძაღლის წარმოშობით და მისი დანიშნულებით. ნუ, ეს არა მარტო საქართველოს ეხება - ზოგადად მთელ მსოფლიოში არსებობს ეს მოვლენა. უბრალოდ, მე აქ ვცხოვრობ და საკმაოდ თვალში საცემია...
ეუF, ეს რამოდენა სპიჩი გამოვაცხვე

არავის ეხება კონკრეტულად, ისე, ჩემი მოსაზრება გმოვთქვი.