მოგესალმებით ყველას,
ადრე დავპოსტე მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი რჩევა, როგორც ბოქსიორის პატრონების და მცოდნეების.
ძალიან მინდა ვიყოლიო ძაღლი და მაქვს რამოდენიმე შეკითხვა თუ შეიძლება ძალიან კარგად გადახედეთ ჩემს კითხვებს და შეძლებისდაგვარად რამე მირჩიეთ:
1. მე მყავს ოჯახი, ვცხოვრობ მეუღლესთან, 11 წლის ბავშვთან და დედასთან ერთად. ჩემი შეკითხვა იმაშია ოჯახში როგორია და ბავშვთან განსაკუთრებით 11 წლის?
2. ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ რაც არ უნდა კარგად გაზარდო ძაღლი, თბილად, ჰუმანურად, შეიძლება ის ძაღლი განსაკუთრებით მცველი ძაღლის ჯიშები გახდნენ არაადეკვატურები, აგრესიულები, ა.შ. მომხდარა ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა. თუნდაც გენეტიკური ფსიქოლოგიური პრობლემები რომლებსაც 100 % ზე ვერ დაადგენ, და ბევრი ბევრი რამ რამაც თუნდაც შეიძლება გამოიწვიოს პატრონის მიმართ აგრესია, ბავშვის მიმართ საშინელი აგრესია ან თუნდაც რაიმე მსგავსი. მომხდარა შემთხვევები როდესაც ძაღლს ოჯახი დაუგლეჯია, ბავშვი შეუჭამია, ა.შ. ამაზე რას ფიქრობთ? გთხოვთ ნახოთ ეს ლინკები:
https://www.youtube.com/watch?v=-eOydTKeMzkhttps://www.youtube.com/watch?v=ASrtjBwPLL0https://www.youtube.com/watch?v=PoNOgu-0ENg3. შესაძლებელია თუ არა რომ სანდო ორგანიზაციიდან შევიძინო ძაღლი რომელიც სანდოა, სერთიფიცირებული და ნამდვილად მეცოდინება რომ არ აქვს გენეტიკაში რაიმე შიზოფრენია ან მსგავსი რამ რამაც შეიძლება არაადეკვატური საქციელი გამოიწვიოს?
4. მე ვცხოვრობ კორპუსში მეოთხე სართულზე სამ ოთახიან ბინაში. ძაღლის მოყვანის მთავარი მიზეზი არის ის რომ ბავშვმა ისწავლოს პასუხისმგებლობა, ჰყავდეს მეგობარი, მოწყდეს კომპიუტერს, და იგრძნოს სითბო. რამდენად შეიძლება კორპუსში ძაღლის ყოლა? რამდენად სცვივა ბეწვი? უკეთესი ხომ არ არის აივანზე ჰქონდეს სახლი? რომ არ დასცხეს და სახლიც არ დანაგვიანდეს?
5. ბოქსიორის ჯიშში არის სხვადასხვა ფერები: შავი, წითლით ნარევი, ა.შ. როგორ უნდა დავრწმუნდე რომ არ მატყუებს პატრონი და ზუსტ ფერს მეუბნება?
6. გაწვრთნა როგორ ხდება 100 % ზე რომ ზრდილობიანი და ინტელექტუალი გახდეს? არის ესეთი ადგილები სადაც ჩავეწერები და ტრეინინგებს ჩაუტარებენ? რამდენად მოქმედებს რა ღირს და რამდენ ხნიანია?
7. ბოქსიორის ფასები დაახლოებით ვნახე მაი მარკეტზე მაგრამ რამეს ხომ არ მირჩევდით?
8. ზოგადად რა ხარჯებთან არის მისი მოვლა და რა დაჭირდება იქნებ დეტალურად მომწეროთ?ა
დიდი მადლობა წინასწარ და იმედს ვიტოვებ მომწერთ დეტალურ ინფორმაციას.
მე უბრალოდ სოფელში მყავდა ადრე ძაღლი ესე სერიოზულად არ მყოლია.
იმასაც დავამატებ რომ მე არ ვარ ფანატიკოსი (ამას ვეძახი ფანატიზმს) რომ ძაღლს როგორც ადამიანი ისე მოვუარო. ანუ ცხოველი ცხოველია ეს იმას ნიშნავს რომ არ უნდა დავუკარგო ის ინსტიქტები რაც ძაღლს აქვს და არ ვაქციო სათამაშოდ და რაღაც განსაკუთრებული მოვლის საშუალებად.
მადლობა წინასწარ.