kvatunia24თვის და ნახევრისაა

სულ შემთხვევით მოხდა მისი შეძენა.
ორი ძაღლი გვყავდა ოჯახში, სტაფი და თოი ტერიერი.
ორივე შარშან გარდაიცვალნენ, ტერიერი 14 წლის ასაკში და სტაფი 10-ის იყო.
შემდეგ, ყველანი დიდხანს ვებრძოდით საკუთარ თავებს - მოგვეყვანა თუ არა ისევ ძაღლი...
მოგეხსენებათ, როგორი მტკივნეულიც არის ოჯახისათვის, მათი სიკვდილი.
ერთი პერიოდი, ფრანგულ ბულდოგზე ვიყავი ჩაციკლული, მაგრამ გარკვეული პირობების გამო, წინასწარვე განწირული იყო ჩემი ეს ახირება.
თანაც გადაწყვეტილი მქონდა ”გოჩა” დამერქმია აუცილებლად

შემდეგ ჯეკ რასელ ტერიერზე შევაჩერე არჩევანი, მაგრამ ვერ ვიშოვე, ან კიდევ გადამეტებულად ძვირი ფასები მესმოდა ხოლმე.
უკვე აღარც კი ვფიქრობდი ძაღლზე, რომ სედედრმა დამირეკა და მითხრა რომ ჩემი ბიჭი (11 წლის არის), ძაღლის საყიდლად აპირებდა წასვლას.
კი ვიცოდი რომ კოკერზე გიჟდებოდა (მე არ მომწონს რატომღაც, მარტო ჩემი მომწონს

)
მართლაც, წავიდა და მოიყვანა ეს მაიმუნი

უკვე ძალიან მიყვარს, ძალიან ცელქია და .... მოკლედ, გამოაცოცხლა ოჯახი