მყავდა ლეკვობიდანვე უჩვეულოდ ენერგიული ინგლისური კოკერსპანიელი, დღეში ორჯერ ვასეირნებდი ხოლმე როგორც წესი და რიგია.. რა მეთოდი არ ვცადე მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში ფეხთან სიარული ვერ ვასწავლე, მთელი ძალით მექაჩებოდა ყველა მიმართულებით, ძლივს ვაკავებდი ამ ერთიბეწო ძაღლს..
ლეკვობაში საჭმელს როგორც კი დავუდგავდი სიახლოვეს მიკარებაზეც მიღრენდა, როცა წამოიზარდა უკვე საკბენადაც გამოიწია, და ერთხელ მიკბინა კიდეც..
დროდადრო ისეთი აგრესია შემოუტევდა ხოლმე რომ ვერ ვცნობდი, მაშინ როცა სულ ვეფერებოდი, არაფერს ვაკლებდი.. ყველა აცრა ჩატარებული ჰქონდა..
დაკბენის შემდეგ ბებიასთან გავაგზავნე სოფელში მეგონა დღედაღამ თავისუფლად რომ ირბენდა ეზოში (მე კორპუსში ვცხოვრობ) უფრო კარგად იქნებოდა მაგრამ ახლახანს გავიგე 8-9 ქათამი დაუგლეჯია ერთბაშად, ბაბუაჩემს თოფიც კი გამოუღია მოკვლას უპირებდა თურმე მაგრამ მერე შეეცოდათ, სახლიდან შორს წაიყვანეს და მანქანიდან ჩამოსვეს..
გაკვირვებული ვარ ძალიან.. ამ ჯიშის ძაღლებს საერთოდ არ ახასიათებთ მსგავსი რამ.. არასდროს მიცდია მასში აგრესიის გაღვივება, პირიქით..
შეიძლება ნაჯვარი იყო რამესთან (თუმცა გარეგნულად სხვა ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონდა) ან მე შემხვდა იშვიათი ეგზემპლიარი..
არ ვიცი იქნებ აღზრდაში დავუშვი შეცდომა..
აი ჩარლიც..