აუ რა თემა ვიპოვე ნოსტალიგიებმა დამაყარეს

(
მოკლედ სპანიელი ჩემი ტკივილიააა...
პირველად ახლობელმა მაჩუქა ძალიან დიდი ხნის წინ საყვარელი ლეკვი. მიქელანჯელო დავარქვი. შვილივით ვზრდიდი 5-6 წელი.. საოცრად მიყვარდა, მეც და ჩემს ოჯახსაც.
მერე სოფელში წავიყვანე. მდინარე მაქვს ახლოს და იქ დამყავდა. წყალი კი იცით როგორ ევასება და სულ ჭყუმპალაობდა. მარტოსაც ვუშვებდი.
ერთ დღესაც აღარ დაბრუნებულა. გავარდი გაიკითხე და ძმაკაცმა მითხრა ვიღაც ტიპს მიყავდა შენს ძაღლს მაგრად გავდაო. ეს ხო კინაღამ მოვკალი რატო არ მოკალი მეთქი...
მერე გადავაბრუნე მთელი რაიონი ვინ არ ჩავრიე ვის არ მივმართე და მოკლედ გავარკვიე, რომ ვიღაც რუსთაველმა მომპარა..
ხოდა გამოვგაზე ეგრევე თბილისში შევაწუხე რამდენიმე ადამიანი გავარკვიე მისამართი და დავადექი რუსთავში სახლში.
გამოვათრიე პარკში და პირდაპი ვატაკე (დეტალებს აღარ გავაგრძელებ). მოკლედ ვერ ვუმტკიცებდი ამ ახვარს რო ყავდა არადა ზუსტად ვიცოდი .
ძან გადამეკეტა და იქსპიატი ყავდა დავადექი ღამით ყველა საბურავი მოვუხსენი და იქვე დავუწვი, შუშებიც მივუმტვრიე.
მერე ახლობელმა ისევ მომიყვანა კოკესპანიერი. მიზეზსთა გამო გავაჩუქე.
მერე კიდე მყავდა ისიც გავაჩუქე.
ბოლოს კი მყავდა ბუგსონა. იგივე ახლობელმა მაჩუქა. იმენა ჩემი ძმა იყო. ადამიანური ურთიერთობა გვქონდა რასაც ქვია.
ყველა აბოდებდა ჩემს ბუგსონაზე იმდენად ჭკვიანი და კარგი იყო.
ახლა 2 იანვრის ღამეს, ეზოში გაუშვა ბებიაჩემა გაივლისო, მეორე ძაღლიც მყავს კაი მოჩხუბარი სულ იცავდა ამას. ხოდა ღამით ჩხუბის ხმა მესმის ავდექი გამოვარდი და რამდენიმე ძაღლი იყო, ვიფიქრე ეს დიდი ჩხუბობს მეთქი კი შევიყვირე და გავაგრძელე ძილი.
დილით მეზობელმა იპოვა ჩემი ბუბსონა დამხრჩვალი.
ოჯახში ტრაგედია გვქონდა, სამძიმარს ვიღებდი სერიოზულად.
ვერ მოგვინელებია ახლაც.
მამაჩემა ძაღლი აღარ დამანახოთო, მარა ახლა ისევ მოუნდა და მეც მინდაა
რამდენი დამიწერია...

ჰო არ გყავთ ვინმეს ზედმეტი კოკე, რომ აჩუქოთ ჩემნაირ ტრაგიკულ ადამიანს?
(იმ ახლობელმა ისევ დამპირდა გიშოვიო მარა ტრაგიკული ხელი ქონია და )
გაიმეტეთ რაააა, არაფერს არ მოვაკლებ.