*satinპირველი კბენა მაშინ მოხდა როცა თათზე ფეხი დააბიჯა შემთხვევით, მაშინ სისხლიც წამოუვიდა და აი კბენის მომენტში ისეთ ხმებს გამოსცემს იმ წამს შოკში ვართ ყველა ასე მგონია ბავშვისგან აღარაფერი დარჩება (თან ჩემს დას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც ისეთი პრობლემა აქვს მისთვის სასტიკადაა აკრძალული ყველანაირი ნერვიულობა ) ამ დროს კი ძალიან დიდ სტრესში ვარდება რა თქმა უნდა... დამიჯერეთ შვილივით მყავს გაზრდილი...მთელი ოჯახი თავს ვევლებით მოყვანის დღიდან...დედაჩემი ვერ იტანს ძაღლებს მაგრამ ჩარლი უყვარს სულ იმას ამბობს ხოლმე შვილივით მყავს გაზრდილი და ადამიანი მგონიაო.მაგრამ როცა შვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება არ ვამტყუნებ რატომ უნდა რომ ძაღლი გავუშვა....
როცა პატარა იყო ყველა ხომ ეფერებოდა...ჩემს დას მაშინვე დაუწყო ღრენა...არ იკარებდა...თუ ხასიათზე არ იყო რომ იწვა ვერ მიეკარებოდა საერთოდ...ასე ნელნელა გაცივდა მათ შორის ურთიერთობა...პირველი კბენის შემდეგ ჩემი და ყველანაირად ერიდებოდა...ზედმეტად ახლოსაც კი არ გაივლიდა...გასასვლელში თუ იწვა ვინმეს უნდა დაეძახებინა რო ამდგარიყო გასულიყო და ბავშვს გაეარა იქ... ბოლოს იმდენად დაუახლოვდა თვითონ ძAღლი მიდიოდა სუნავდა ლოკავდა,..ჩემს დას დღემდე ეშინია ხელიც რომ გადაუსვას მაგისაც... ვიფიქრეთ ეშველა და აღარასოდეს აღარ უკბენსო მაგრამ ისევ განმეორდა, ზუსტად მახსოვს ყველა იმ ოთახში ვიყავით , ბავშვი სავარძელში იჯდა , ბოლო მომენტში მივიხედე თავდახრილი იყო ბავშვის ფეხებთან და წამის მეასედში უკბინა...ისეთ ხმებს გამოსცემდა მეგონა რომ გაუშვებდა ბავშვს ფეხი აღარ შერჩებოდა, კარგად დავათვალიერე ის ადგილი და ვეცადე გამეგო იქნებ საჭმელი ეგდო და იმის გამო უკბინა ან რაღაც მაგრამ ვერაფერი მსგავსი ვერ ვნახე...იჯდა ჩემი და და ტელევიზორს უყურებდა. ერთადერთი რაც მგონია ეს ისაა რომ ეჭვიანობს...იცით კბენის შემდეგ 2 -3 თვეში ისევ ხომ მეორდება ყველაფერი და თითქოს წინასწარ ვიგრძენი რაღაც რომ მოხდებოდა...გუშინ დედაჩემი ჩემს დას რომ ეფერებოდა ძაღლი უუცნაურად უყურებდა... მივხვდი რომ იძაბებოდა უკვე სიტუაცია...საღამოს კი ეს მოხდა...
არ მივსულვარ ამ გადაწყვეტილებამდე ეგრევე... უკვე ბევრჯერ ვცადეთ სხვადასხვა მეთოდით რომ ასე ვთქვათ შეგვერიგებინა. ერთი პერიოდი მხოლოდ ჩემი და აჭმევდა რომ უფრო შეყვარებოდა ძაღლს...მერე ვცადეთ საერთოდ ვარიდებდით მინიმუმამდე დავიყვანეთ კონტაქტი მაგრამ მაინც ასე მოხდა
* * *
ikusha1994მე 20ის ვარ, ჩემი და 11 ისაა. არავის უცემია მაგრამ ხმის აწევა ზოგადად ხშირად ხდება და ხმამაღალი საუბარიც...ასე გამოდის...ძაღLის გამო ჩურჩულით ხომ ვერ ილაპარაკაბენ... საერთოდ კი ლეკვობიდან ცუდი ფსიქიკა ჰქონდა : ( აი ამიტომაა ვიღაც დაუდგენელი ადამიანისგან არ უნდა იყიდო ლეკვი

მაშინ შევცდი როცა დიღმის ბაზრობაზე ვიყიდე ძაღლი, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს
.