კაი

მოკლედ, ასე დაიწყო ყველაფერი ...
ჩავლაგდით და გავედით ასე შუა დღის 2 საათზე (სამსახური მაინც თავისას შვრება)
ვიმგზავრეთ მშვიდობიანად და სასიამოვნოდ, ამინდიც მშვენიერი იყო.
საღამოს 7 საათისთვის ჩავედით ქობულეთში.
არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ, გავეშურეთ ჩოლოქზე.
ჩავძვერით ხიდთან და დავიცყეთ ნელ-ნელა ჭეშმარიტების ძიება,
მაგრამ ცოტა არ იყოს და შეცბუნებულები დავრჩით, თითის ტოლა თაღლითების და პატარა კარასების მეტი, არა დაგვხვდა რა.

მტაცებელზე, რამოდენიმეჯერ მოვიქნიეთ სპინინგი, ცოტაც ავიარ ჩამოვიარეთ მდინარის გასწვრივ,
მაგრამ ქარიყლაპიამ მაინც არ მოგვაქცია ყურადღება...
ნელ-ნელა ჩამობნელდა კიდეც და ნამგზავრებსაც აღარ გვქონდა იმდენი ენერგია, რომ კიდევ გვექნია ჯოხები
ზანტად ავიბარგეთ და წავედით წინასწარ შეკვეთილ სახლში

საღამოს მცირეოდენი ალკოჰოლური რიტუალების შესრულების შემდეგ, მალევე დავწექით და მომავალი ორი დღის იმედით, ტკბილ ძილს მივეცით თავი.
გაგვითენდა.
დილის 6 საათისთვის უკვე გზას ვადექით ჩოლოქისაკენ.
ორად უნდა გავყოფილიყავით, ნაწილს ზღვაზე უნდოდა ბედის მოსინჯვა, ნაწილს კი მდინარეზე მტაცებლის მონადირება.
უთენია, ამ პერიოდში, ზღვაზე წასვლას, არ ჰქონია აზრი, ასე რომ ყველა ერთად დავიძარით მდინარისაკენ.

ბუნება, თვალწარმტაცი იყო.

მთელი მიდამო, ნისლში იყო გახვეული, და შემოქმედიც არ იშურებდა ამ სილამაზეზე მარილის მოყრას,
სასიამოვნო იყო ბუნების გამოღვიძებაზე თვალის დევნება. ყველაზე მეტად, ბაყაყები გვამცნობდნენ ამას


სამწუხაროდ, მდინარეზე ნადირობა, ფაქტიურად კრახით დამთავრდა.
ისევ და ისევ, თითის სიგრძე თაღლითებით, რამოდენიმე პატარა ღორჯო და თითოოროლა კარასისაგან შემდგარი მოსავალით დავიმძიმეთ თავი


ასე რომ, ღირებული, მხოლოდ ჩოლოქის მიდამოების კარგი ფოტო მასალით თუ დავიკვეხნიდი.
რამოდენიმე მცდელობა იყო, როდესაც ქარიყლაპია აედევნა სატყუარას (თვალისათვის დასანახად ხდებოდა ეს), მაგრამ რატომღაც შუა გზაში, მადა ერთმეოდა და პირს უკან იბრუნებდა ხოლმე


This post has been edited by ლავა on 10 May 2010, 15:44