მოკლედ თქვენ კი წამოხვედით ადრე მაგრამ აქ შემოსვლის თავი არ გქონიათ არცერთს

აი ჩვენ ახლა ჩამოვედით რა, ხალხმა მოძრაობა დაიწყო უკვე და რავი არ დაგვადგნენ და რამე თქო მაინც წამოვედით, თან სიმინდიც გაგვითავდა, თან ის ორი დიდი კარასიც გაგვეპარა სადოკიდან

საერთოდ კი ძალიან საინტერესო და დაძაბული დღე იყო რა, თავიდან სადაც დავჯექით უკვე თევზი რო წამოვიდაა... მაგ დროს დაცვა მოვიდა და აქ არ შეიძლება ღამე თევზაობა ბიჭებოო და იტოგში ავლაგდით, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ კამიშებიან ადგილას ჩავუჯექით, ბიჭები ერთად დაჯდნენ მე და კასტერა მოშორებით გადავედით, და ძალიან კარგიც ვქენით = ) ესე 3 საათისთვის კარგი მოზრდილი საზანჩიკი გაგვექცა იმის და გამო რომ ფეხების დასველება არავის მოგვინდა

ესე 1-2 კილოიანი იქნებოდა ზუსტად ნამდვილად არვიცი

შემდეგ რამოდენიმე მოზრდილი კარასი, გამთენიისას ერთი 600-700 იანი საზანჩიკიც დაჯდა, ამასობაში ზარს არ აჩერებდა იმინა, ურტყამდა და ურტყამდა.
ერთი 5 საათისთვის ძალიან ძლიერმა დარტყმამ შეგვატოკა, ამოვკარი და სადაა ეგრე

გაჭედა ადგილზე, დიდხანს ვიმსჯელეთ ზაცეპი იყო თუ რა იყო, მაგრამ ფაქტი იყო რომ 10 სანტიმეტრითაც ვერ დავძარი ჩემსკენ, მერე ავდექი და მივუშვი, მივუშვი და წაიღო.... კიდე მივუშვი კიდე წაიღო..... მაგრად მიშვებულზე შევეცადე უკან დამეტრიალებინა აპიაც დვაცეტპიაც, ვერ გავატოკე ადგილიდან რა. აი რაღაც უშველებელი იჯდა. თან ისეთ ადგილას ვიჯექით რო ჭიდაობა იმინა არ გამოდიოდა რააა, კამიშებში შეძვრა და ვსიო რა. ერთი 10 წუთი ეგრე ვიჭიდავეთ და ბოლოს ტკაპ.... ლესკამ გვიმტყუნა.... მოკლედ რაღაც ძალიან დიდი იჯდა, ძალიან ძალიან, თან ჩვენმა ადგილმდებარეობამ თან დამატებული მსგავსი გამოცდილების არ ქონამ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.... არაადააა.....
აი ესეთი ღამე გვქონდა, ემოციებით დატვირთული. თან კარგი ხალხიც გავიცანით და ურთიერთობითაც ვისიამოვნეთ. გაიხარეთ ყველამ ვინც იყავით სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად რიბაკობა....

THE END წავედი დავიძინე = )