კაი ვიტყვი

მოკლედ ასეთი ამბავია რა
წალკაზე თევზჭერის მრავალწლიანი პრაქტიკა მაქვს და კარგი სათევზაოც არის,
მაგრამ არის ხოლმე ზოგჯერ მოუფრენს მაქაურ თევზსაც და პირს არ აკარაბს არაფერს.
მიზეზები საკმაო აქვთ - ტემპერატურა/წნევა და ა.შ.
ძირითადად მე და მამაჩემი მივდიოდით ხოლმე წალკაზე სათევზაოდ, მინიმუმ 2 ღამით (ზოგჯერ 3)
ხოდა, წამოსვლამდე, აუცილებლად ვიტოვებდით ხოლმე საიმისო დროს რომ, იქვე არმისული წალკის წყალსაცავამდე, გადასახვივია ბერძნებით დასახლებული სოფლისკენ "ბაშკოი" ქვია.
და საკმაოდ მოზრდილი, ამავე სახელწოდების ტბაც არის ახლო-მახლო (ალბათ ბევრმა იცით ეს ტბა, მაგრამ უმეტესობა, არ იქნებით ნამყოფი)
ამ ტბას ხალხი დიდად არ ეტანება 1 მიზეზის გამო, აუცილებელია ნავით შესვლა, რადგან ტბის ნაპირი, მინიმუმ 100 მეტრის სიგრძეზე, წყალმცენარით არის დაფარული.
ჩემს ბავშვობაში, მანდ კოტეჯები იდგა და ნავებიც ქირავდებოდა, წლებმა თავისი ქნა და მოისპო ე ინფრასტრუქტურა.
მას შემდეგ, ხალხი აღარც ეკარება, ძალიან იშვიათად რომ ვინმე ავიდეს ხოლმე.
ჩვენ კი ნავი გვქონდა და კარგადაც ვილხენდით ხოლმე

ნადავლი ნამდვილად საამაყო იყო ხოლმე, კილოიანი კარასი არასოდეს გვიკვირდა. ხშირი იყო კილონახევრიანებიც.
ბლომად საზანი, სხვა კარლისებრტა წარმომადგენელი არ მინახავს.
მაგრამ ზემოხსენებული თევზი იმდენი იყო რომ მოსაბეზრებელი ხდებოდა.
გარემო როგორი იყო იცით? ძალიან მიმზიდველი. "კამიშებში", იმენნა გზები იყო გაყვანილი დაამ მოსუფთავებულ მიხვეულ-მოხვეულ ლაბირინთში, მანქანასავით დავდიოდით

ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო.
ხოდა იმის თქმა მინდა, მანდ ბრაკონიერები ვერ გულაობენ. ბადეს ვერ დებენ, იმიტომ რომ შუა ტბაშიც კი, წყლის ზედაპირიდან უკვე 2-3 მეტრის სიღრმეზე, ბალახია.
ხოდა ეგაა რა
თუ ნავის საშუალება გაქვთ, რეკომენდაციას ვუწევ ბაშკოის ტბას. ძალიან მაგრა ისიამოვნებთ.

აი იმდენ თევზს დაიჭერთ რომ, პროსტო არ წამოიღებთ მაგდენს
ilo_khavtasi