.........მოგესალმებით მეთევზეებო

......მოკლედ.....
ასე 12:30 იქნებოდა რო დავიძარი ლისის ტბისკენ, დიდ დიღომში კი ჟინჟლავდა,
მარა ძალიან მწყუროდა თევზაობა და მაინც წავედი.
13:00-ისთვის ადგილზე ვიყავი, ამასობაში გამოედარა და წვიმასაც გადაეღო

....."საბაჟოზე" თუმანი გადამახდევინეს

....ჯერ სამი საათი კი არ არისო , მარა...... (ნამუსი ჩაერთო ეტყობა საქმეში)

.....კაი ხის ჩრდილში გავშალე ანკესი, მოვიმარჯვე ლუდი, მიწის თხილი და ვიფიქრე წყნარად ჩავუჯდები და ცოტას დავისვენებთქო....
.....მაგრამ..... ჰოი საოცრებავ...... რა ლუდი, რის დასვენება, ვინ გაცალა დაჯდომა
..... სულ წყვილ-წყვილად მორბოდნენ უნამუსო კარასები, მოდიოდნენ და მოდიოდნენ, 1 წუთით ვერ დავჯექი......
.....მერე ანკესი გამიფუჭდა, წვერი მოძვრა და ყველა სროლის წინ წყალში ვასწორებდი..... აქაც არ დამასვენეს

ჩაგდებული
არ მქონდა ჯერ ანკესი უკვე რო იჯდა და ტივტივას ძირავდა.......
.....სადღაც სამის ნახევრისთვის ისევ დაიწყო წინწკვლა და რადგან ფეხით გახლდით უკან დასაბრუნებელი ავიკეცე და გამოვასწარი წვიმას.....
....თუმცა ფეხით ბოდიალს გადავრჩი და ერთმა ღვთისნიერმა მეთევზემ წამომიყვანა.............
.....სახლში მისულმა კი გემრიელად გეახელით შემწვარ/მოხარშულ კარასიკებს
.....წონა არ ვიცი, მარა ჩემი ნადავლის რაოდენობამ თვლით 51 ერთეული კარჩხანა შეადგინა

.....მაინც კაი იყო.......
This post has been edited by ilo_khavtasi on 24 May 2010, 00:49