მე კიდე მგონია რომ სულ გალიაში რომ არიან აგრესიულები ხდებიან

გალიაში ახლაც რომ შევყოფ ხოლმე ხელს დიდად არ სიამოვნებს ან მკბენს ან მიხტის სხვაგან, მაგრამ როცა გარეთაა ხელი მიმაქვს და მაშინვე მაჯდება, ახლა უკვე თვითონაც მაფრინდება თავზე

გალიაშიც თვითონ შედის ხოლმე როცა მოშივდება, ან მოწყურდება, ან უბრალოდ გარეთ მობეზრდება

. ასე რომ მგონი უნდა მიაჩვიო გარეთ ყოფნას და იმასაც რომ საჭმელ-სასმელი გალიაში აქვს და ერთ-ორ კვირაშI მიხვდება რომ სახლია და თვითონ შევა ხოლმე

ამაზე ადრე კიდევ იმას მიხვდება რომ შენ საშიში არ ხარ და ხელზე დაგაჯდება და შენ თვითონ შესვამ

ხო, მართლა! სანამ ხელზე კარგად მომეჩვეოდა საჭმლის ყუთს მივუტანდი ხოლმე და ეგრევე გადმოდიოდა და მაგ ყუთიანად ნელა, წყნარად ვსვამდი გალიაში