fenix_nძალიან კარგია რომ გადაწყვიტე, რა თქმა უნდა თუ მოუვლი კარგად

ესეიგი პირველ რიგში, თუ
ასეთის ყიდვა გინდა, შერჩევა იცი? თორე იტყუებიან ეს გამყიდველები

მოკლედ გეტყვი რასაც უნდა მიაქციო ყურადღება:
სასურველია იყოს 4 თვემდე, პატარა ბარტყებს ნისკარტი აქვთ შავი, აი მაგალითად:

კიდევ, ბარტყებს შუბლზე შავი ზოლები (ტალღებივით) აქვთ, რომელიც რომ იზრდებიან უქრებათ, თუ შენიშნავ რომ ზოგან ერთი ფერის ბუმბული ამოსდის და ზოგან ზოლიანი აქვს (შუბლზე მაქვს ლაპარაკი) ესეიგი მთლად ძალიან პატარა არაა. აი სურათი:
ბარტყი:

მოზრდილი:

მაგრამ შენ შეიძლება ისეთი ჯიშის იყიდო საერთოდ არ ჰქონდეს ზოლები, მაშინ ეს მეთოდი არ გამოგადგება და ნისკარტს უნდა დააკვირდე

ა, ჰო სულ დამავიწყდა, კიდევ თვალები, ბარტყებს სუუუულ შავი აქვთ, და რომ იზრდებიან თანდათან გარშემო ნაცრისფერი რკალი უჩნდებათ

აი ბარტყი:

აი დიდი:

სქესს რაც შეეხება, თუ მამალი გინდა იყიდო ნისკარტის ზემოთ რომ რაღაც აქვთ ეგ იასამნისფერი ან ვარდისფერი უნდა იყოს, ბარტყებს ეგრე აქვთ, რომ გაიზრდება მუქი ლურჟი გახდება

პატარა დედალს თეთრი ან ოდნავ ცისფერი აქვს და მერე ყავისფერი ხდება, ასე რომ არ აგერიოს.
მამალიბარტყი:

დიდი:
დედალიბარტყი:


დიდი:

მოვლას რაც შეეხება, რავიცი საჭმელი სპეციალური იყიდება მაღაზიაში, ცარცი უნდა უყიდო კიდე, ჩემსას რაღაც მინერალებიც აქვს, მაგრამ ზოგი არ ჭამს მაგას რავი
დანარჩენი რავი გვკითხე და გიპასუხებთ ყოველთვის