ikusha1994არა , შენი ყოველი პოსტი დღითიდღე უფრო და უფრო სასაცილო ხდება... მოდი კიდევ ერთხელ აგიხსნი

შენ ხომ ამბობ ,რომ თუ შენ გეყოლება ძაღლი არაფერს დააკლებ... უყიდი საჭმელსაც, აცრებსაც გაუკეთებ და თუ დასჭირდა ვეტერინართანაც უმკურნალებ, ანუ ამის სახსრები გაქვს... როგორც შენ ამბობ. ახლა მოდი ეს დავიანგარიშოთ და ნორმალური მოვლა (ნუ პლიუს მინუს მე მართლა არ დამიანგარიშებია იმიტომ რომ მამაჩემს მოაქვს საკვები და მოვლის საშუალებებიც) ჯდება აი ძალიან რომ მოვაკლოთ 70 ლარიდან ზემოთ (თუ ვცდები შემისწორეთ) თუ შენ თვეში 70 ლარი ახლა გაქვს... ადექი და შეაგროვე.... 3-4 თვეში ფრანგული ბულდოგი მოგივა

ან არადა ასე ძააალიან თუ გინდა გადი და 200 ლარად იყიდი კოკერსპანიელს, ეს ერთი , და აქ ჩამოთვლილი თანხები შენ თუ გაქ ესეიგი პირადად შენთვის გასართობ ნივთებს ყიდულობ, კინოში დადიხარ, თეატრში და ა.შ ... მოდი გენაცვალე და მოიკელი ეს სიამოვნება, გადადე ფული და იყიდე ძაღლი,ბოლო ბოლო რომ ამბობ კომპიუტერიც მკიდია მოდი და გაყიდე ეგ კომპიუტერი და იყიდე ძაღლი

მოდი ერთსაც გეტყვი... მე 18 წელი ვეხვეწებოდი ჩემს ოჯახს და არ მყიდულობდნენ... არა და მორჩაო, მილიონ მიზეზს მეუბნებოდნენ.. მე არ მქონდა ჩემი სახსრები (როგორც შენ) ხოდა რომ გავხდი სტუდენტი და სექტემბერში სწავლა მეწყებოდა მომცეს ტანსაცმლის ფულირომლითაც უნდა მევლო მერე მთელი სეზონი

ავდექი და რა ვქენი? ვიყიდე ძაღლი

თუ გინდა ბევრ რამეს მოიკლებ... ახლა შენ თუ მე შემეწინააღმდეგები და მეტყვი არ მაქ გართობის ფულიო და ვერ მოვიკლებ და ვერ ვიყიდიო გამოდის რომ ძაღლის მოვლის ფულიც არ გაქვს შემდგომ

მე ისე მესმის შენი როგორც არავის

მაგრამ იცი რა არის ცოტა არ იყოს უაზრო და ზოგჯერ სასაცილოც? მთელ ამ განყოფილებაში იხვეწები ლეკვს და თან ბოლოში დასძენ ხოლმე "ხვადი, და აუცილებლად სუფთა სისხლის" გენაცვალე ცისფერსისხლიანი ძაღლიც ხომ არ გინდა შემთხვევით?