Aliyulixaniდრათჰაარი ყველაზე კარგია იმ ყველაფრისთვის რაც ჩამოთვალე

სიცივე არ აშინებს, წყალი უყვარს სიგიჟემდე და არაჩვეულებრივი აპორტიორია, ზამთარში პრობლემას არ შეგიქმნის იმიტომ რომ უხეში ბეწვი აქვს სპეციალურად ამისთვის გამოყვანილი რომ წლის ნებისმიერ დროს შეეძლოს წყალში შესვლა. რაც შეეხება იმ მოსაზრებას რომ ცანცარაა, მცდარია, არ არსებობს მასზე უფრო დინჯი და მშვიდი ძაღლი უბრალოდ ცოტა ჯიუტია ნუ მაინც გერმანელია

და სწორად უნდა დაგეშვა და გაწრთვნა, დამიჯერე მონადირის ოჯახში გავიზარდე და უამრავი თაობა დრათჰაარი გვყავდა და არც ერთთან სიცანცარეზე პრობლემა არ გვქონია

დანარჩენი ყევლა სხვა მეძებარი არის სუსტი ორგანიზმის და ძალიან ფაქიზი, პოინტერი მცივანაა და კუჭნაწლავის პრობლემები აქვს, სეტერი ინგლისურიც და ორლანიურიც ერთნაირად თავნებაა ჯიუტი და ძალიან ძნელად იგეშება და ასევე ფაქიზი ორგანიზმია აქვს და რთული გასაზრდელია, მდევარი ნებისმიერი რა წარმოშობისაც არ უნდა იყოს, რუსული ესტონური თუ სხვა, ასევე ძალიან ნაზია და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს, კურცჰაარი კი არანორმალურად ცანცარაა და ჯიუტი, თორემ იგივეა რაც დრათჰაარი უბრალოდ დაბალ ბეწვზე

ყველა ეს ჯისი ყავდათ ჩემს ოჯხში და ზეპირად ვიცი თითოეული ჯიშის ხასიათი, ნაკლი თუ ღირსება. ყველა მათგანი არაჩვეულებრივი მონადირეა თუ სწორად, თავის დროზე გაწვრთი და დაგეშავ
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/