როგორა ხართ კარგო ხალხო?

ჯანდარის ამბებს მოგახსენებთ -
კვირას ვითევზავე არხზე. თევზი მოდიოდა ოხრად!
დილით მოდიოდა ნორმალურად, შუადღისას გაჩერდა და საღამოს, ასე 5 საათისკენ, ისეთი წამოიღო რომ ლამის ღამის გასათევად დავრჩით

სატყუარად თეთრ ჭიას ვიყენებდით. ტივტივითაც ვიჭერდით და მსუბუქი ფსკერულიითაც.
ეს უკანასკნელი, უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ფიდერიც ვცადე და საკმაოდ კარგად მუშაობდა.
თევზებს რაც შეეხება - ნაფოტა, კარჩხანა და "პოდლეშიკი"
რა ლამაზი ყოფილა ეგ შობელძაღლი, "პოდლეშიკს" ვგულისხმობ. მოიასამნისფრო-მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავდა.
პირველად დავიჭირე და ძალიან მომეწონა.
მერე ადგილობრივი მეთევზეების ლაპარაკს მოვკარი ყური. აღტაცებულები ლაპარაკობდნენ თუ როგორ ინტენსიურად ამოძრავდა ტბაში სქელშუბლა.
აი ეგეთი ამბებია და ნუ დააყოვნებთ, მოიმარჯვეთ ჯოხები დაააოხრეთ იქაურობა