_Lord_Basu_მიდიები მეშოკებით ამოაქვთ მანდ ბიჭებს და რომ სთხოვო, ნაღდად არავინ დაგიჟმოტავს, ვინმე ტრაკი თუ არ შეგხვდა

ნალიმი და ღორჯო მოდი თევზის ხორცზე, ფილეები ააჭერი ნებისმიერ თევზს და ეგაა. მე დაჟე კარასები მქონდა წაღებული ჩოლოქიდან (სანამ იქ რამეს დავიჭერდი)
ოღონდ, ნალიმი, მარტო ღამით მოდის, ძალიან იშვიათად რომ დღისით დაიჭირო.
ძეხვი და რაღაცეები არ მიცდია სიმართლე გითხრა, მარა ზღვაში იმდენად ხამი თევზია, აუცილებლად უნდა შეჭამოს წესით.
პურის გაკეთბას, რავიცი, ააქვს აზრი? ეგრევე სძვრება მაინც.
ბატის ბუმბული დაითრიე გზად სადმე (ოღონდ აუცილებლად ბატის) და ისინი ჩააყოლე კვანძებში, სტავრიდას აუცილებლად ამოყრი.
თუმცა, ცარიელზეც ველურებივით ეკიდებოდნენ

მოკლედ, გაგისწორდება რა, შანსი არაა, მაქედნ რომ უთევზოდ წამოხვიდე.
თან მაგ პრიჩალზე, ხიდი გადაჭიმეს, ერთი მხარე კი ჩავარდა მარა მაინც გადახვალ უპრობლემოდ. პროსტო, საფორთხიალოა ცოტა.
დღისით ბავშვებით არის ხოლმე სავსე, ხტუნაობენ მაქედან და ასე საღამოს 9 საათზე კი ცარიალდება და მერე 1-2 მეთევზე თუ რჩება ზედ.
ზატო დისკოთეკა ღუნავს ტვინს მაგრა

იქვეა ხიდის დასაწყისში და ....
აბა წარმატებები მისურვებია

ხო კიდევ ერთი რამ - ნემსკავები, აუცილებლად თეთრები იყიდე და გრძელი ყუნწით.
This post has been edited by ლავა on 17 Aug 2010, 17:53