გაუმარჯოს ყველაზე კეთილებს, სათნოებს, ამაღელვებლებს, სპეტაკებს, ჩუმებს და მგრძნობიარე ხალხს, ხალხს, რომლებსაც რიბაცნი ჰქვიან!
დღეს ძალიან კარგი და მრავლისმთქმელი სიზმარი ვიხილე..
ვოთომა, მდინარის პირას ვიჯექი, ასე 35-40 წლის ქალმა, უფრო სწორად, დამა ქალმა ჩამოიარა, თავზე ჩიტების ბუდე ედგა.
რომ გამისწორდა, შემოტრიალდა და აქ რატომ ზიხარო?!
-აბა სად ვიჯდე მეთქი - გავიკვირვე?
-იქ, სადაც იბადებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი! - ყვირილნარები ხმით მითხრა და გზა განაგრძო.
ვიჯექი და ვუყურებდი, მდინარის პირას როგორ მიდიოდა, თავზე ბუზი, ქინქლა და სხვა მწერეული დასტრიალდებდა, გარშეო ენოტები, ტურები და სხვა და სხვა ჯიშის ცხოველები გარს უვლიდნენ კოტრიალით, დინების საწინააღმდეგოთ მიდიოდა და თევზები დელფინებივით მიჰყვებოდნენ.
ამ სანახაობით აღტაცებულმა უნებლიედ შევყვირე - თან წამიყვანე დეიდა, რა :|
უცებ შეჩერდა, შემოტრიალდა, გამიღიმა და მზრუნველი ხმით მომაძახა - ჯერ არ შეგისრულებია წმინდა მისია, შვილო.
-რომელ მისიას გულისხმობთ-მეთქი, ვკითხე და თავი ჩავღუნე მორცხვად.
-კუმისის ტბის განთავისუფლება ტირანისგან! - მიპასუხა და გაუჩინარდა ბურუსში.
და გამომეღვიძა