ლავამანდ არის პანტიანის ტბა, რომელიც ბოლომდე არ შრება.
შეიძლება მაგ ტბაშიც ხდება გენოციდი.
ბიძაჩემის იყო, ის უვლიდა, მაგრამ როგორც გავიგე შეეშვაო.
აზრი არ ჰქონდა მოკლედ, ლიფსიტას უშვებდა, ზრდიდა და ვერ ამოყავდა.
არის იაღუფლო, რომელიც ბოლომდე შრება, მაგრამ ალასანიამ აიღო ეგ ტბაო ( მიშიკოს ბიძა ) და მაგ ტბას არავინ დააშრობინებდა.
თან ყარაულები ჰყავს.
არის კიდევ კამიშოვკა, იაღუფლოს და პანტიანის შუაშია, ეგ არავის არ არის, ჭაობია უკვე და სულ კამიშია.
მაგის დაშრობაზე საუბარი ზედმეტია.
რჩება ბაშპლემი, მასაც პატრონი ჰყავს და მასაც ყარაულობენ, იმიტომ, რომ ძაან ბევრი თევზია, თან დიდები და თან კაი ჯიშები.
კაროჩე ან პანტიანია, ან იაღუფლო.
უფრო პანტიანი იქნება, ეგ არის რა რომელიც ბოლომდე არ შრება და რანაირი ბადეც არ უნდა ჩადო, თევზი ვერ ამოგყავს

ქვაბივით არის ერთ ადგილას, ღრმა არის თან, დაშრობას რომ იწყებენ, თევზი შეშინებულია და ფსკერზე მიდის, მაგ ადგილას იყრის თავს და აი მანდ კი პონტია რომ ბადით ამოიყვანო.
მოკლედ ბუნებრივი ტბაა, მერე გააფართოვეს და რაც გააფართოვეს, ეგ შრება, ბუნებრივი რაც არის, ის არ იცლება და თევზიც იქ იყრის თავს