Pharaoh Hound
ერთ-ერთი უძველესია ძაღლების ჯიშებს შორის. მისი გამოსახულება თითქმის უცვლელი სახითაა გადმოცემული ძველეგვიპტურ ფრესკებში. მიეკუთვნება საკმაოდ იშვიათ ჯიშებს. არის მალტიდან, სადაც მას Klieb тал-Fenek-ს ეძახიან ანუ "ძაღლი-კურდღელი".
გარდა საოცარი გარეგნობისა, ფარაონის ძაღლებს სხვა უჩვეულო თვისებებიც აქვთ: ისინი იღიმებიან_განზე ჭიმავენ ტუჩებს ან სასაცილოდ ჭმუხნიან ცხვირს.
შეკრთომის ან დარცხვენის დროს ისინი წითლდებიან_უწითლდებათ ყურები და ცხვირის წვერი. არიან უზომოდ ალერსიანები. თავს მშვენივრად გრძნობენ ოთახშიც. არიან ძალიან კონტაქტური ძაღლები, თუმცა უცხოებს უნდობლად ეკიდებიან. შიში და აგრესია მათთვის დამახასიათებელი არაა. არიან ძალიან ჭკვიანები და ადვილად იწრთვნებიან. კარგად იქცევიან სხვა ძაღლებთან, მაგრამ ძლიერი მონადირული ინსტიქტის გამო ჯობია კატები, მღრღნელები და ფრინველები მისგან შორს გყავდეთ. უყვართ პატარა ბავშვები. არასოდეს ყეფს უმიზეზოდ.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ძაღლები არიან, არასოდეს იყენებენ ამ ძალას სხვის საზიანოდ. თითქმის არ არსებობს შემთხვევა, რომ ფარაონს ვინმესთვის ეკბინოს ან ძაღლების ბრძოლებში ჩართულიყოს.
მაშში გაერთიანებულია მწევრების(მისდევს ხილულ მსხვერპლს) და მაძებრების(ყნოსვით შეუძლია მისდიოს ნადავლს) თვისებები. გარდა ამისა, მსხვერპლის დევნისას წარმატებით იყენებს სმენასაც.
აქვს კარგი ჯანმრთელობა(პრობლემები აქვს ოპტიკურ ნერვთან და შხამქიმიკატებთან) და ცოცხლობს 11-15 წელი.
სიმაღლე:ხვადი-53-63,5სმ. ძუ- 53-61სმ. აქვს ქარვისფერი თვალები, ღია წითურიდან მუქ წითურამდე ბეწვი, თეთრი ლაქებით კუდის ბოლოში, მკერდზე, თითებზე, შესაძლოა ცხვირზეც.
არის კარგი კომპანიონი და მონადირე. ძირითადად კურდღელსა და ხოხობზე(მსგავს ფრინველებზე).