არ ვიცი სად დავწერო და საერთოდ ვის ვკითხო!
1 თევზი მყავს უკვე 3 წელია, ჩვეულებრივად იყო მთელი ეს პერიოდი. წყალს ვუცვლი ყოველ 3-4 დღეში ისე რომ ცოტას ვუტოვებ ძველ წყალს (თავისი ბაქტერიები თუ რაღაც რომ დარჩეს) საჭმელს ვაჭმევ დღეში ერთხელ, ხანდახან 1 დღიან "განტვირთვის დღეს" ვუტარებ ხოლმე, ნუ მოკლედ ჩვეულებრივად ვუვლი მგონი.
მოკლედ დღეს შევამჩნიე რომ კუდი მოეგრიხა და პლუს ამას იმის მაგივრად რომ თავი ქონდეს ზევით ან გასწორებული იყოს კუდი აქვს აწეული ზევით, ანუ თითქოს თავს ვერ წევს ზევით, რა ვუყო არ ვიცი...
აი სურათები




არ ვიცი რას დავაბრალო
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაც მოხვდა ჩამოვთვლი
ბათუმში გვყავდა (კარგად გადაიტანა გზაც და "დასვენებაც")
ჩამოვედით 2 კვირა კარგად იყო,
ზღვის ქვები კარგად გარეცხილი ჩავუყარე აკვარიუმში (ვითომ ამის ბრალია?)
და დღეს წყალი გამოვუცვალე
ვინმემ ხომ არ იცით რა ჭირს?
დავგუგლე მაგრამ ისეთი ბიოლოგიური ინგლისურით წერია ახსნა ვერაფერი ვერ გავიგე
არც ჯიში არ ვიცი ზუსტად რომ მოვძებნო