bachuki999ზანტი იმდენად არაა, რამდენადაც თავის ჭკუაზე დადის, უნდა - გააკეთებს, არა - და ვერ გააკეთებინებ

გუშინ ჩემი დაქალი ამბობდა, როცა ეფერებიო, იქამდე გაფერებინებს, სანამ თვითონ არ მობეზრდებაო - შუა მოფერებაში შეუძლია სადმე გავარდეს

სპანიელს კი სანამ ეფერები, არ გშორდება და კიდევ უფრო მეტი უნდა, თან თვალებში გიყურებს

ძალიან განსხვავებულები არიან ისე

თან ყველა მეუბნება, არ გაატუტუცო, მაგარი ნაგლი ძაღლები არიანო

ვერ ვუბრაზდები, ან თუ ვუბრაზდები, ეტყობა ისეთი ტონი მაქვს, რომ კუდის ქიცინს იწყებს

ისე, მართლა მაგარი ნაგლია, რქებით გაწვება, რამე თუ უნდა

ისე კავკასიურის მერე, ცოტა გაგიჭირდება ბასეტთან ურთიერთობა, კავკასიური - ძაღლია და ეს არ ვიცი რა არის