პირველ რიგში, რომელი თუთიყუშის ყიდვას აპირებ? აა, თუ არ იცი ჯერ.
ნუ აქ ძირითადად ყიდულობენ ან ნიმფას

ან პატარა ტალღისებრ თუთიყუშს - ე.წ. "ჩვეულებრივს"


სამწუხაროდ ნიმფების შესახებ ფაქტიურად არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ზომით ორჯერ დიდია ტალღისებრზე, ფასი 70 ლარი, ნუ სადმე შეიძლება 50ადაც იშოვო. ლაპარაკს სწავლობს, თუმცა მე როგორც ვიცი ტალღისებრი უკეთ სწავლობს ვიდრე ეს. ესენი უსტვენენ სასაცილოდ

ტალღისებრს რაც შეეხება, აქ ყველას ეგ გვყავს. ლამაზია, პატარა, საყვარელი, უამრავი ფერისაა, როგორიც მოგწონს აირჩევ, ძალიან მოსიყვარულეა თუ მიიჩვევ, გეთამაშება და ასე შემდეგ. ადვილი მოსავლელი და შესანახია.
ყველა ვარიანტში ჯობია ბარტყი მოიყვანო, თუ ერთს მოიყვან ადვილად შემოგეჩვევა ძალიან. თუ გინდა რომ ლაპარაკი ასწავლო, ასევე 1 ცალი უნდა მოიყვანო. ლაპარაკს დედალიც სწავლობს მამალიც, თუმცა მამალს უფრო მეტი შანსი აქვს რომ ილაპარაკოს.
თუ გადაწყვეტ, რომ ტალღისებრი მოიყვანო მერე დაწვრილებით გეტყვით მოვლასთან დაკავშირებით ყველაფერს და ასევე როგორ უნდა მიხვდე რომ ნამდვილად ბარტყია თუ არა, და როგორ უნდა მიხვდა გოგოა თუ ბიჭი, იმიტომ, რომ მაღაზიებში იტყუებიან ხოლმე