თხოვნა იქნება,არ დაიზაროთ წაკითხვა და გააზიაროთ, გაიკითხოთ,მეგობრები შეაწუხოთ,გვერდში დაგვიდგეთ.
ამ პატარა ფისოს,რომელსაც ცხოვრებაში არ ენახა სითბო,სიყვარული და არც საჭმელი ეჭამეა არასდროს ისე,რომ თავად არ მოეპოვა,ესაჭიროება გუსლიხმიერი,მზრუნველი პატრონი,რომელიც შეძლებს,დაავიწყოს ქუჩაში გატარებული ცხოვრება.
ისევე,როგორც ყოველი უსახლკარო,ისიც ძალიან თბილია,მგონი,თავსაც კი მოგაბეზრებთ ყურადღებისა და მოფერების სურვილით. მას ხომ არასდროს მოქცევიან თბილად,ყოველთვის შეუმჩნეველი იყო, მუდამ მალვა უწევდა,რომ როგორმე გადარჩენილიყო. ბევრჯერ შეშინებია,ყოველთვის მარტო იყო.
ერთხელ ყველაზე მეტად შეეშინდა,მაშინ,როცა ადამიანს- მის უდიდეს მტერსაც კი იმედის თვალებით შემომხედა. ტროტუარზე ეგდო,რომ დავინახე,თავიდან მკვდარი მეგონა,რაღაც იმედით მივედი და უფრო მეტად შევძრწუნდი. ეს უსუსური,თითქმის ძვალ-ტყავად ქცეული პატარა,თავისი ყვითელი თვალებით დაბნეული შემომცქეროდა და შველას ითხოვდა. მეგონა,მანქანამ დაარტყა,მაგრამ არც ეგ აღმოჩნდა მართალი. არ ვიცი,მას რა გადახდა,მაგრამ შოკისგან რამდენიმე დღე საერთოდ ვერ ინძრეოდა,იმედიც მცირე იყო,რომ გამოკეთებას შეძლებდა,მაგრამ მან ეს მოახერხა და მეც,მისი მკურნალი ექიმი,ბატონი ვახტანგ მამალაძეც და ის ადამიანებიც გაგვახარა,რომლებიც ყოველდღე გვხედავდნენ,როგორ დამყავდა პატარა ყუთით აქეთ-იქეთ. ბევრი ვიწვალეთ,ბევრი იბრძოლა თავად ფისომ,ნუთუ ამდენი წვალების მერე,მას შემდეგ,რაც ნდობა დაიბრუნა ადამიანების მიამრთ,მიხვდა,რომ ისიც შეიძლება,უყვარდეთ,ქუჩაში უნდა დავტოვოთ ეს საოცარი არსება? ვიცი,ყველას ფუმფულა,ლამაზ-ლამაზი და საყვარელი კნუწიკო უნდა,მაგრამ რითია ის ნაკლები? წონით მხოლოდ,ამ ასაკში იგი 900 გრამია ქუჩის მძიმე პირობების გამო, ვიცი,რომ ვერ გადარჩება გარეთ რომ გავუშვა ისევ,ამიტომ თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვთხოვ, აიყვანეთ,შეიყვარეთ და თქვენ მისგან გაცილებით მეტ სიყვარულს იგრძნობთ,ვიდრე თავად გასცემთ.
in the silence true consecration comes...