გამარჯობა მეგობრებო
3 დღის წინ ვაჟაზე ვიპოვე ძალიან ლამაზი კნუტი, მაგრამ საშინლად გასაცოდავებული, სიცივისგან და შიმშილისგან, + ამას ქონდა ნაწლავური ინფექცია რომელიც
თითქმის დავამარცხეთ, ვეტერინართან მყავდა,სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელია, მხოლოდ სითბო, მოფერება და სწორი კვება უნდა და 1 კვირაში ფორმაში ჩადგება.
არის 3 თვემდე ბიჭი,მომწვანო-მოყავისფრო თვალებით, მთლიანად ერთ ფერშია, მონაცრისფრო-მოცისფრო ფერში,რუსული და შოტლანდიური კატას გავს, ვეტერინარ ალიკას რუსულის კნუტი ეგონა საერთოდაც

იქნებ ვინმეს გინდოდეთ რომ იჩუქოთ, მეც სიამოვნებით დავიტოვებდი კატა რომ არ მყავდეს, ჩემიც ბიჭია და ვერ იცხოვრებენ ერთად, ახლაც სანამ სამსახურში ვარ, ერთი ერთ ოთახში მყავს, მეორე მეორეში.
ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანოთ და ისევ ქუჩისთვის ნუ გავწირავთ, დიდი ხნით ვერც მე დავიტოვებ სამწუხაროდ

ვინმეს თუ გენდომებათ ყველაფერში დაგეხმარებით

სურათებს ნუ მომთხოვთ იმიტომ რომ გამხდარია და ჯერ მაინც არ მოგეწონებათ.
This post has been edited by Archibald888 on 19 Nov 2014, 13:11