ესეც დაპირებული სურათები!!! მაგრა გამაწამა, ასეთი მოუხელთებელი არსება მეტი არ მეგულება. სინათლის სისწრაფით მოძრაობს

ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, გოლები გაგვაქვს ისეთი

ნეტა ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს გაჰქონდეს მსგავსად.

მამიკოსთან ერთად გვძინავს

და "ვბალელშიკობთ".

არც კომპიუტერულ თამაშზე ვამბობთ უარს...

ვეძებთ მეგობრებს...

დეეე! აი, ეს მინდა!

აი ეს მოვიყვანოთ რააა!...
ჩემი ძმა ცოტა გაიჭყანა, როცა ვთქვი ბოლო კნუტია თქო. - ეტყობა ყველაზე მურთხია, რადგან ეგ დარჩაო

მაგრამ გული მეუბნებოდა, რომ სწორედ ჩვენი გოგო იყო და ჩვენ გველოდებოდა, ამიტომ ვერ წაიყვანა სხვამ!

მისი და-ძმებისა არ ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილი ჭკუის კოლოფია. ძალიან კარგი, გონიერი, მხიარული და საოცრად დამოუკიდებელი არსებაა.
დღეს დილით ეზოს უშველებელი ხვადი კატა იფრინა სადარბაზოდან და ისეთი გამეტებით უტევდა, რომ კატა, რომელსაც მოზრდილებიც თავს არიდებენ-გააქცია.

Yველა უყვარს, საღამოს 10 საათზე ჩემს შვილთან ერთად წვება დასაძინებლად, 1-2 საათზე კი უკვე ჩვენს საძინებელში მორბის, რომ არც ჩვენ გვაწყენინოს

აღმოვაჩინეთ, რომ უყვარს ნიგოზი, სოსისი თაგვის მაგივრობას უწევს, ხასიათი ნამდვილი ოჯახის ქალისა აქვს- ყველა საქმეში ცხვირს მიყოფს. ებრძვის მტვერსასრუტს, მოსწონს ცოცხზე კატაობა
და არც ბანაობაზე ამბობს უარს, მით უფრო, თუ მერე ფენითაც შეაშრობ
ერთად ერთი რაც გვაკლია- სასწრაფოდ გვჭირდება ოთხფეხა მეგობარი.