კნუტი ახლობლისაა, მომწერეთ და ნომერს გეტყვით!
იყიდება კანადური სფინქსის ჯიშის კნუტი,მშობლები ორივე ჩამოყვანილია, საგვარეულო ნუსხით.ელიტარული წმინდა ჯიშისაა ორივე. არის შოუ კლასის, საგვარეულო ნუსხითა და საბუთებით.არის ჯამრთელი და ძალიან საყვარლი. დაიბადა ერთი კნუტი და განსაკუთრებულად კარგია!
კნუტი მამალია 3 თვის გახდა 28 ნოემბერს
ეს ჯიში არის ძალიან ცოტა თბილისში:
ეს ჯიში დღეს ითვლება ყველაზე უცნაურ შინაურ კატად. გამოყვანილია სულ რაღაც 60 წლის წინ. ასეთი კატის დანახვისას ადამიანს გაუჩნდება სურვილი შეეხოს და გაიგოს როგორია უბეწვო კატის ტანი. მართლაც სრულიად მოულოდნელი შეგრძნებაა , გეგონება თოთო ბავშვის კანს ეხებიო, ისეთი რბილი, ნაზი და თბილია. მოზრდილ კატებს კი ცოოოტათი ზამშისებური კანი უხდებათ.
საკმარისია სფინქსს თვალებში ჩახედოთ რომ იქიდან დაინახოთ კატისთვის არადამახასიათებელი, შეიძლება ითქვას, ადამიანური გამოხედვა რომლიდანაც იღვრება ულევი სითბო და სიყვარული .
კარგად თუ დააკვირდებით შემაჩნევთ მთელ რიგ განსხვავებას სხვა კატებთან შედარებით, დავიწყოთ ფიზიკური მონაცემებით. სხვა კატებისგან განსხვავებით სფინქსების ტანი მსხლისებურია. თავის მხარეს ვიწრო და კუდისკენ ფართოვდება ( სხვა კატებში პირიქითაა). მათრახისებური კუდი, დიდი ყურები და თვალები ( ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი და ლურჯი ). არანორმალურად გრაციოზულები, მოქნილები და ელასტიურები არიან. არ აქვთ ულვაშები და წამწამები და თუკი ვინმე თვლის, რომ უულვაშებო კატას რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას, ძალიან ცდება სულ მოძრაობაში მყოფნი მუდამ ყურადღების ცენტრში ხვდებიან.
არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კატა აღარაა, მარა არც ძაღლი, თუ გავითვალისწინებთ მის თვისებებს.
ახლა ხასიათებს რაც შეეხება : არ არსებობს მსოფლიოში 2 სფინქსი, რომელიც ხასიათებით ჰგავდეს ერთმანეთს, ყველა ინდივიდია. გამუდმებით თამაშის ხასიათზე არიან ნებისმიერ ასაკში ( სხვა კატები გაიზრდებიან და გაითხლიშებიან გდიან ერთ ადგილას ფუF). აგრესია სრულიად ამოკვეთილია მათი ხასიათებიდან, მსოფლიოში ადამიანი არ არსებობს სფინქსისგან გაკაწრულიც კი. ბავშვმა როგორც არ უნდა აწვალოს ხმას არ გასცემს, უბრალოდ თვითონ პატრონმა უნდა მიაქციოს მაგ დროს ყურადრება, რომ კატას არაფერი დაუზიანოს ბავშვმა (კუდი არ მოტეხოს ან ყურები) , კლანჭებს მხოლოდ თანამოძმეებთან თამაშის დროს აჩენენ.
სფინქსების შენახვა არც თუ ისე ძნელი და შრომატევადია. საჭიროა დრო და დრო გამოუწმინდოთ ყურები და თვალები (საწირპლეები) და ყოველკვირეული ბანაობა, რაც სფინქსების უმეტესობას საშინლად უყვარს. უბეწვობის გამო საჭიროა ზამთარში თბილ ოთახში იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოუვა ბეწვი. შეიძლება სპეციალური ჯემპრები ჩააცვათ ხოლმე, რო არ გაგეყინოთ თქვენი სფინქსუნია.
* * *
და რაც მთავარია, ეს ერთადერთი ჯიშია რომელიც არ იწვევს ალერგიას.
ასე,რომ იჩქარეთ
This post has been edited by lukasha 007 on 9 Dec 2011, 01:55
მიმაგრებული სურათი
Не суди о человеке по его друзьям. - У Иуды они были безупречны.