ბოლო პოსტებს გადავხედე და მთავარი, რასაც მივხვდი, ის არის, რომ საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო პროგრამის ბიოლოგიის კურსი ალბათ გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს.
ადამიანი არის ჰომინოიდი, ანუ ერთ-ერთი მაიმუნი. არანაირი თიხა და ნეკნი.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%BE%...%B8%D0%B4%D1%8Bმაიმუნების რაციონი მეტწილად მცენარეული საკვებისგან შედგება, ასევე მიირთმევენ ფრინველის კვერცხს, მწერებს. ანუ, ცხოველური საკვები სწილი მათ რაციონში მცირეა. არის შემთხვევები, როდესაც შმპანზეები თავს ესხმიან სხვა სახის მაიმუნებს და ჭამენ მათ, მაგრამ ეს რაციონის ძირითად ნაწილს არ შეადგენს.
ამიტომ ადამიანსაც თავისუფლად შეუძლია ვეგეტარიანულ რაციონზე არსებობაც, და ხორცის ათვისებაც.
ძაღლს, მგელს და ნიანგს ეს არ შეუძლია. და გემოვნება აქ არაფერ შუაშია, ეს არის სახეობათა ფორმირების პროცესში ჩამოყალიბებული თვისება. ვინაიდან სახეობები ყალიბდებოდნენ მილიონობით წლის განმავლობაში, ერთი ხელის მოსმით, თანდათანობითი ფიზიოლოგიური მუტაციის გარეშე კარნივორის გადაყვანა მცენარეულ რაციონზე მინიმუმ მისი ჯანმრთელობის შერყევას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას ნიშნავს. ზოგიერთ შემთხვევაში კი - ძალიან სწრაფ სიკვდილს.
საკვების არჩევანს გემოვნება კი არ განაპირობებს, პირიქით ხდება. ის, რასაც ჩვენ გამოვნებას ვეძახით, ყალიბდება ორგანიზმის მოთხოვნილებების, საარსებო ეკოლოგიისა და ჩვევებისგან. 3 დღე შოკოლადი რომ ჭამოს ადამიანმა, მერე აღარ "ეგემრიელება" კი არა და, გული ერევა მის დანახვაზე. ეს ორგანიზმის რეაქციაა სიჭარბეზე, თორემ რეცეპტორები ისევ ისე რჩება...