"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავშესაფრიდან მზრუნველ პიროვნებაზე გაჩუქდება აზიური ნაგაზის ორი თვის ხვადი ლეკვი. ლეკვი არის ხარისხიანი, ფსიქოლოგიურად მოწესრიგებული და ძალიან მოძრავი.
მჩუქებელი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნებს: მომავალ პატრონს უნდა ჰქონდეს კერძო სახლი და ეზო, ეზოში მოწყობილი უნდა ჰქონდეს ძაღლისათვის სახლი და სხვა ატრიბუტიკა. უნდა წარმოადგინოს ცნობა ხელფასის შესახებ, უნდა წარმოადგინოს თანხმობა ოჯახის სხვა წევრების მიერ ძაღლის ყოლასტან დაკავშირებით. მომავალმა პატრონმა ლეკვის წაყვანის მომენტისათვის ლეკვს უნდა გაატაროს ვეტერინარული შემოწმება, გახსნას პასპორტი და შეასრულოს ვეტერინარის ყველა დავალება. წაყვანის მომენტისათვის თავისი ძაღლისათვის უნდა შეიძინოს 1 მეშოკი საკვები, ვიტამინები, საყელური, თასმა და ა.შ.
ძაღლის შესაბამისი მოვლის დაუკმაყოფილობლობის შემთხვევაში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია იტოვებს უფლებას ცხოველის ჩამორთმევის. ყოფილ პატრონს ხარჯები არ აუნაზრაურდება.
მომავალმა პატრონმა ლეკვის წაყვანამდე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ანგარიშზე უნდა შემოწიროს უპატრონო ცხოველების დასახმარებლად მინიმუმ 100 ლარი.
ძაღლს წარმოშობის სერტიფიკატი არ გააჩნია.
მსურველები დამიკავშირდნენ: 893 322 159 begin_of_the_skype_highlighting 893 322 159 end_of_the_skype_highlighting
http://www.gspsa.org.ge/
19 ნოემბერს ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოში კორპუსთან გადააგდეს ლეკვი (აზიური ნაგაზი, ხვადი, 2 თვის). მაცხოვრებლებიდან ახალგაზრდა მამაკაცებმა გადაწყვიტეს ამ ლეკვის თავიდან მოშორება, გადაგდება. საბედნიეროდ ამ უბნის სამმა ქალბატონმა დროებით შეიფარა ლაკვი ეზოში. მე 21 ნოემბერს იძულებული გავხდი ლეკვი წამომეყვანა თავშესაფარშ...ი, სხვა არჩევანი არ იყო. განცვიფრებული ვარ ამ უბნის კაცების დამოკიდებულებით, რომლებიც ამ ლეკვის გადაგდებით იმუქრებოდნენ. ლეკვი ტრავმირებული აღმოჩნდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ალბათ მას სცემდნენ. წინა მარჯვენა ფეხზე აქვს რახიტი, პატრონს ყურები და კუდის მოჭრა არ დავიწყებია. ლეკვს ვეტერინარული პირველადი დახმარება აღმოუჩინა ნათია ბერიძემ. საბედნიეროდ ლეკვი უკვე შეეგუა თავსესაფრის სხვა ბინადრებს და თამაში დაიწყო, სულ უკან დამყვება და თხოულობს ალერსს. ხასიათი აქვს მედგარი ფეხის რახიტიც გამოუსწორდა. გთხოვთ მომეხმაროთ ამ ლეკვის გაჩუქებაში. სახელად დავარქვი ”ტაიგერი”
* * *
-------------------------------------------------------------------------------------
ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ცხოველთა თავშესაფრის ბინადრებს ესაჭიროებათ თბილი ძველი ტანსაცმელი დასაგებად და ჩასაცმელად: პალტოები, ქურთუკები, გადასაფარებლები, პულავერები და სხვა. თუ გაქვთ რაიმე ამ სიიდან და აღარ გჭირდებათ, გთხოვთ შეგვიგროვოთ და დამიკავშირდეთ გადმოსაცემათ.
ჩემი ტელეფონია 893 322 159. თეიმურაზ წიქორიძე
წინასწარ გიხდით მადლობას!
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=ho...t=about&lang=ge
* * *
გვჭირდება მოხალისეები ძაღლების გასასეირნებლად, თუნდაც თვეში ერთი საათი.
გვჭირდება მოხალისეები ცხოველთა გადასარჩენათ სამაშველო ჯგუფებისათვის.
გვჭირდება დახმარებები ცხოველების გასაჩუქებლად.
გვჭირდება დახმარებები უპატრონო ცხოველების გამოსაკვებად.
"საქართველოს ცხოველთა დავისა და გადარჩენის საზოგადოება"
893 322 159
გთხოვთ მხოლოდ დაგვიკავშირდეთ კონკრეტული და პრაქტიკული წინადადებებით!
This post has been edited by Ralf on 26 Nov 2010, 21:54