Don MordockDr Regners ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რაც პატივცემულმა გიორგიმ თქვა სრული სიმართლეა, მე არავის ვაყენებ შეურაცყოფას და არავს კავლიფიციურობის განსჯის უფლება არა მქვს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია ფისო მოკვდა და ვერავინ ვერც ერთმა ვეტერინარმა ვერ გაიგო რა ჭირდა და რისგან დაიღუპა, ძალიან ძნელია არ შეგეპაროს ამის შემდეგ ჩვენი ქართველი ვეტერინარების კომპეტეტურობაში და სპეციალიზმში ეჭვი, მე მაპატიეთ ბატონო ვახტანგ მაგრამ ასე თავგამოდებით რომ იცავთ კოლეგებს რატომ იამს არ ამბობთ რომ შეცდომები ყველას მოსდის და ამ შეცდომების სედეგად უამრავი ცხოველი დაღუპულა? მეზობელს ანგელოზივით ნაგაზი მოუკვდა სრულიად ჯანმღტელი მარტო იმიტომ რომ არასწორად უმკურნალეს და ხელოვნურად მოუსწრაფეს სიცოცხლე...
Don Mordockრაც შეეხება ალიკას, მე გიორგის ალიკა იმიტომ ვურჩიე რომ ექოსკოპიას იქ აკეთებან მარტო თუ არ ვდები და ნუცუბიძეზე ალბათ ნათიას გულისხმობ ხო? მიუხედავად ჩემი უზომო სიყვარულის ადა პატივისცემისა ამ ადმაინის და მისი კოლექტივის მიმართ ვერც მათ ვენდობი ზუსტად 1 თვე მიჯიჯგნეს ძაღლი გადასხმებით ნემსებით, დიეტობანამ ხო გაგვაწამა საერთოდ, მკითხაობდნენ და ვერ მიხვდნენ რა ჭირდა, ელემენტარულად არც გაუსინჯავთ ძაღლი და მხოლოდ გარეგანი სიმპტომების შედეგად სვამდნენ სავარაუდო დიაგნოზს, ბაქტერიოფაგში ხომ მარბენინეს, რედგენიც გადამაღებინეს, ფილტვებზე, და აზრად არავის მოსვლია თავში რომ ძაღლის ღვიძლის მდგომარეობა შეემოწმებინა ვინმეს, საბოლოოდ ისევ მე მივხვდი ბოლოს უკვე არც წამლებს რომ აღარ იღებდა ორგანიზმი და არც წყალს რომ ღვიძლი დაეშალა.... და ამის შემდეგ შეიძლება ვინმე შემეკამათოს რომ საქათველოში ვეტერინარები გვყავს ? ვეტრეინარები კი არა მკითხავები არიან. ვერც ალიკას, ვერც ნათიას, ვერც ლორდ ლამარის ექიმებს ვერ ვაპატიებ იმას რომ ასე მაწამებინეს ძაღლი, ვერც ერთი ვერ იტყვის იმას რომ მე რამე დავაკელი და მათი მითითებები არ შევასრულე, ყველაფერს ვუკეთებდი რასაც მეუბნებოდნენ, არც ფული დამნანებია და არც ნერვები, მაგრამ უშედეგოდ. ნათიას ბოლოს ისიც ვუთხარი, თუ არაფერი ეშველება ტყუილად ნუ მაჯიჯგნინებ ვეღარ ვუყურებ ტკივილებისგან როგორ იტანჯება მშვიდად მაინც მოჯვდება უმტკივნეულოდთქო და არაფრით არ გამაკეთებინა, მე ამას არ გავაკეთებ და სხვაგან თუ გინდა წაიყვანეო, ხოდა როცა უკვე გადავწყვიტე, ექიმს მოველაპარაკე და დილისთვის ეუთანაზიაზე შევუთანხმდი დამაგვიანდა

დილით ჩემს ხელში წამებით მოკვდა ძაღლი რომელიც შვილივით გავზარდე და უზომოდ მიყვარდა.
აწი ცხოველი თუ მეყოლება სახლში არ აქვს მნიშვნელობა ძაღლი იქნება კატა თუ უბრალოდ ზაზუნა ძალიან დიდ საგონელებლში ვარ ჩავარდნილი ვის მივმართო დასახმარებლად. ჯერ არ ვაპირებ ძაღლის მოყვანას სახლში, კიდევ ერთ ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ ოდესმე ხომ მეყოლება? ხოდა არ ვიცი საერთოდ ვინმეს ნდობა შეიძლება?
* * *
GioMacიცი როგორ მინდა საკუთარი კლინიკა გავხსნა? იმდენი საშუალება რომ მოქნდეს გავხსნიდი და ჩამოვიყვანდი საზღვარგარეთიდან ექიმებს.
ზოგჯერ მართლა იმაზე მეტი ვიცი ცხოველების დაავადებებზე და იმაზე თუ რით ვუმკურნალო, ვიდრე ჩვენმა ვაი ვეტერინარებმა, მაგრამ საკმარისია ეს ცოდნა გამოავლინო მათ წინაშე რომ ანათემას შეიძლება გადაგცენ "როგორ გავბედე და მათზე მეტი როგორ ვიცი"...
ძალიან ბევრი ვეტერინარი მხოლოდ პრაქტიკოსია და საერთოდ გაგნებაში არ არის ავადმყოფობის კლინიკურ ნიშნებზე და მათ სწორ მკურნალობაზე ხომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ეს რატომ ხდება იცით? ჩვეულებრივ მოკვდავს რომელსაც ცხოველები უყვარს და სახლში ყავს უფრო ბევრს კითხულობს მათზე, ჩვენს ექიმებს კი კითხვისთვის სად სცალიათ?

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/