მჩუქნიან ლეკვს, დედა არის დაბალბეწვიანი აზიური ნაგაზი და მამა ფუმფულა კავკასიური ნაგაზი.
ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა:
1) სად უნდა მივიყვანო რომ დავარეგისტრირო თუ რაც ქვია მაგ პროცედურას
2) უკვე ერთი თვისაა, ძალიან კი მეჩქარება მისი მოყვანა მაგრამ ერთი კვირაც ვიფიქრე დავტოვებ დედასთან თქო, მაინტერესებს რამდენი ხანია რომ საჭირო რომ დედასთან იყოს? 5-6 კვირის რომ წამოვიყვანო ხომ შეიძლება?
3) რა აცრები სჭირდება და სად უნდა მივიყვანო რომ გაუკეთონ და რა ღირს ეს აცრები?
4) ყურების და კუდის დაჭრა აუცილებელია? და სად კეთდება ეგ?
რჩევა-დარიგებას ჭამის და ა.შ. ალბათ იქ მომცემენ სადაც აცრები კეთდება, თუმცა თუ არ დაგეზარებათ აქაც დამიწერეთ
წინასწარ დიდი მადლობა
აი ჩემი ბურთი,
ბომბორას დავარქმევ ან ბათურას